ქართულენოვანი პროგრამები

პრიორიტეტული პროგრამა.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გეოლოგიის ბაკალავრი

სწავლების ენა  - ქართული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები თამედროვე გეოლოგიური ამოცანების შესასრულებლად.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  ისტორია ან გეოგრაფია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორიტეტული  პროგრამა.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამთო და გეოინჟინერიის ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია, დარგის იმ პრაქტიკული ასპექტების ათვისება, როგორიცაა: მყარი, თხევადი და აირადი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება,  საბადოთა დამუშავების და გადამუშავების ტექნოლოგიები, საშახტო და მიწისქვეშა მშენებლობა, სამთო საწარმოთა ავტომატიზაცია, სამთო ელექტრომექანიკა, ტრანსპორტი, მანქანები და დანადგარები, სამთო სამუშაოების დაგეგმვა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება, დამუშავება, ნავთობგაზსადენების და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაცია, ტრანსპორტირება და შენახვა, შრომის უსაფრთხოება და დაცვა. 

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  გეოგრაფია ან ფიზიკა.  

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორიტეტული პროგრამა.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბაკალავრი, რომელიც შეძლებს  გეოდეზიური სამუშაოების შესრულებას საინჟინრო ობიექტების მშენებლობის სხვადასხვა სტადიაზე: საინჟინრო ობიექტების მიმოკვლევის, პროექტის ნატურაში გადატანის (დაკვალვის), მშენებლობისას გეომეტრიული პარამეტრების კონტროლისა და დეფორმაციებზე დაკვირვების, აგრეთვე საყრდენი გეოდეზიური ქსელების დაპროექტებისა და სიზუსტის შეფასებისას.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა,  გეოგრაფია ან  ფიზიკა.  

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორიტეტული  პროგრამა.        

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - პროფესიული უსაფრთხოების  ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი    სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები საწარმოო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია,  ქიმია ან ბიოლოგია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.