რუსულენოვანი პროგრამები

ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი. 

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი

სწავლების ენა - რუსული

პროგრამის მიზანს შეადგენს: მოამზადოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, რომელიც  ორიენტირებული იქნება მაღალკვალიფიციურ ჰუმანურ და დემოკტატიულ ფასეულობებზე კონკრეტულ  მიმართულებებში – მსოფლიო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა,  მისი როლი ახალ მოდელში, ასევე შეასწავლოს  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები და მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციული და დემოკრატიული პროცესები.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.