სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

 

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

16-05-2024
სტუ-ში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, 12 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

1.  გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები;

2.  გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება;

3.  გარემოს ობიექტების არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება;

4.  ბიომრავალფეროვანება და ურბანოეკოლოგია;

5.  გარემოს ქიმია და ეკოლოგია;

6.  ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები - ენერგოეფექტურობა.

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზი (სართული III).

საქართველო, თბილისი, მ. კოსტავასქ. #77.

კონფერენციის ჩატარების დრო -   2024წ. 12 ივნისი, დასაწყისი 10 სთ.

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური, რუსული. 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2024 წლის 31 მაისამდე ორგკომიტეტში წარმოადგინოთ, სტატიის ელექტრონული ვერსია , რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ecologist404@gtu.ge

ასევე, აუცილებლად მიუთითეთ კონფერენციის რომელ სამეცნიერო მიმართულებაში იღებთ მონაწილეობას.

კონფერენციის საორგანიზაციო ხარჯები ფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. ტრანსპორტირების და საცხოვრებლის ხარჯებს კი, მონაწილეები თავად გადაიხდიან.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით და განთავსდება ფაკულტეტის ვებ.გვერდზე. მასალებზე წვდომა უფასოა ყველა მსურველისთვის.

კონფერენციის მასალების კრებულს მიენიჭება ISBN და DOI, კონფერენციის ყველა მონაწილეს კი გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენციის განრიგი და სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ აქ.


ბრძანება.

სიახლეებში დაბრუნება