08 ნოე

ყურადღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

თანადაფინანსება განსაზღვრულია:

700 ლარის ოდენობით;
300 ლარის ოდენობით.

საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/…/MINISTRY-OF-EDUCATION…/news/8462/ge
01 ნოე

ყურადღება

კარიერული განვითარების ცენტრი“ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“
ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“. პროექტი აქცენტირებულია 16-დან 40-წლამდე პიროვნებების დასაქმებასა და
სტაჟირებაზე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოღვაწე 50 მსხვილი
დამსაქმებელი. მათ შორისაა სახელმწიფო და კერძო სექტორი. „კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობის
საფასური ნაწილობრივ დაფინანსებულია, კერძო უმაღლესი სასწავლებლის
გადასახადი ჯამში შეადგენს - 236 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). მონაწილეობა უფასოა
სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.  ნიკოლოზ ტყეშელაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995595523555
მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #16
17 სექ

გილოცავთ

ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო!

გილოცავთ ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს სასწავლო, პედაგოგიურ, სამეცნიერო საქმიანობაში.
დაისახეთ ახალი მიზნები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენ მათ აუცილებლად მიაღწევთ.

მუდამ თქვენს გვერდით,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ყველა სიახლე

შეფასება

შეფასება (Check)

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის ფაქტობრივ ანალიზს, შესაბამის სტანდარტებსა და დადგენილ კრიტერიუმებს. იგი უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტის ეფექტურად წარმოჩენას თავისი საქმიანობის სფეროში.

ჩვეულებრივ, შეფასება უნივერსიტეტის ფარგლებში რეგულარულად უნდა მიმდინარეობდეს. საქმიანობის შედეგების ხარისხის შემოწმება განსხვავდება მონიტორინგის პროცესისგან იმით, რომ მისი დანიშნულებაა შეაფასოს სამუშაოს შესრულების ხარისხი ან პროდუქტის ვარგისიანობა შემაჯამებელი შეფასების სკალით კონკრეტული დროის შუალედში. შემოწმება არის ძირითადი საშუალება, რომლითაც უნდა შეფასდეს უნივერსიტეტის მუშაობა, მისი მისიის, პოლიტიკის, გეგმებისა და პროცესების განხორციელების დონე. შემოწმებამ უნდა წარმოაჩინოს უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და, ამასთან ერთად, გვიჩვენოს სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში გათვალისწინებული პროცესები საჭიროებს რეგულარულ შეფასებასა და ანგარიშგებას. სისტემატური კონტროლი და ანგარიშგება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინო გახდება რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებების შედეგები გეგმაში დასახულ მიზნებს და რამდენად სამართლებრივი და თანმიმდევრული ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობს მათი განხორციელება უნივერსიტეტის მასშტაბით.

შეფასების შედეგებმა შეიძლება მოითხოვოს შესწორებების შეტანა პროგრამებში, პოლიტიკაში, პროცედურებში, ორგანიზაციულ მიდგომასა და გეგმებშიც კი, რათა სხვადასხვა სახის შეფასებები მოაქციოს ხარისხის ერთიან სისტემაში.

 

უკუკავშირის პროცესები

უნივერსიტეტის მომსახურებასა და საქმიანობაში რეგულარული და ხშირი უკუკავშირი არის დაინტერესებულ ჯგუფებთან ინფორმაციის რეგულარული გაცვლის საშუალება, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ნაწილს. მაგალითად, უკუკავშირი მიიღება სტუდენტების, თანამშრომლების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებისა და გარეშე პირების გამოკითხვის საშუალებით. უკუკავშირი ჩვეულებრივ ექვემდებარება სისტემატურ ანალიზს. მან არა მხოლოდ დახმარება უნდა გაუწიოს ხარისხის შეფასების პროცესს, არამედ განსაზღვროს თუ რა დონეზეა არსებული მდგომარეობა, სად არის აუცილებელი ან სასურველი გატარდეს გასაუმჯობესებელი ღონისძიები.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა გვიჩვენოს გასატარებელი ცვლილებები და გაუმჯობესების გზები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებისგან უკუკავშირის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე.