საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი


მამუკა სანიკიძე
დოქტორი

პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 3 თებერვალი, 1958 წელი.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება
1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლა.
1980 წელს _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი “სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის” სპეციალობით.
1983-1986 წლებში სწავლობდა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში “ლითონის კონსტრუქციების” კათედრაზე.
2004 წელს დაამთავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის სრული კურსი სპეციალობით _ “საომარი მოქმედებებისა და ოპერაციების ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა. სამეთაურო-საშტაბო”.

კვალიფიკაცია
2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “ცვლადი სიმრუდის, შედგენილი, ბადისებრი, ლითონის გარსების ფორმათწარმოქმნის თავისებურებები, მუშაობა და გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები”, სპეციალობა _ “სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები” და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
გამოქვეყნებული აქვს 13 სამეცნიერო შრომა.
არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი.

სამუშაო გამოცდილება
1980-1981 _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის “ლითონის კონსტრუქციების” კათედრის ლაბორანტი.
1981-1982 _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის “სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო”-ს ინჟინერი.
1986-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის უფროსად, განყოფილების უფროსად, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ, იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქციის _ “რეფლექტორის” პროგრამაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა მედლით “საბრძოლო დამსახურებისათვის”.
2001_2006 _ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის უფროსის მოადგილე, სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსი.
2006_დღემდე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟირო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების თეორიული კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 33-77-87
მობ: 899 95-04-43
ელ. ფოსტა: masani@posta.ge

 
მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: სპაცე@გგმეა.გე, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;