საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის
მართვის სისტემების ინსტიტუტის
2018-2020 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:

ტექნიკური და ინტელექტუალური სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირების, ოპტიმიზაციის, აგებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:

  1. რთული სისტემების იდენტიფიკაციის, მოდელირებისა და ოპტიმიზაციის ამოცანათა კვლევა (ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილება)
  2. ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების ანყოფილება).
  3. სხვადასხვა სახის დინამიური ობიექტების მართვა, დიაგნოსტიკა და ამოცნობა საკუთარი ხმაურის რხევების გამოყენებით (მართვის სისტემებისა და მოდელირების განყოფილება).
  4. ქართული ენის კომბინატორული ონლაინ ლექსიკონის შემუშავება.  (ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილება)
  5. სამედიცინო ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემის შექმნა მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის ტექნოლოგიების საფუძველზე. (ვლ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილება).
  6. საქართველოს ენერგეტიკის ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევა. (ვ. გომელაურის სახ. ენერგეტიკის პრობლემების განყოფილება)

 

2015-2017 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:
მართვის თეორია, ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების იდენტიფიკაცია, ოპტიმიზაცია და აგება, ინტელექტუალური პროცესების მოდელირება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:

  1. მართვის სისტემების იდენტიფიკაციისა და ვექტორული ოპტიმიზაციის პრობლემური ამოცანების კვლევა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზაზე.
  2. ინფორმაციის გარდაქმნის მოწყობილობების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
  3. ჰესების სიხშირის რეგულატორების მართვის მოწყობილობის საცდელი ნიმუშის  აგება და გამოცდა; მოძრავი მექანიზმების ხმაურის რხევების გამოყენების პრობლემის კვლევა მართვასა და დიაგნოსტიკაში.
  4. ქართული წინადადების კომპიუტერული ანალიზი ინტერაქტიულ რეჟიმში.
  5. სხვადასხვა დაავადებათა დიაგნოსტირების, პროგნოზირებისა და მკურნალობის შერჩევის ამოცანათა გადასაწყვეტად განკუთვნილი ინტელექტუალური სისტემის შექმნა.
  6. საქართველოს ელექტროსადგურების სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ენერგეტიკული დანადგარების ეფექტურობის ამაღლების პრობლემების კვლევა.  

 

2010-2014 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა
პროგრამა მოიცავს შემდეგ პროექტებს:
მართვისპროცესები 

  1. სამპოზიციერი დინამიური ობიექტის უკონტაქტო ადაპტური მართვის მიკროპროცესორული სისტემის დამუშავება და გამოკვლევა (2012-2014). 
  2. მიკროკლიმატია ადაპტური მართვის კომბინირებული სისტემის დამუშავება დიდი მოცულობის სათავსოებისათვის (2010-2012).
  3. ოპტიმიზაციის ზოგადი ამოცანებისა და რიცხვითი დიალოგიური მეთოდების დამუშავება (2010-2012). 
  4. ავტომატური მართვის ზოგიერთი ობიექტისათვის მართვის ალგორითმების შერჩევა და პროექტირება; დაცვა ავარიული რეჟიმებისაგან  (2011--2013).  

ინფორმატიკა 

  1. მანქანური ინტელექტის მეთოდების გამოყენებით რეგიონალური და გლობალური ეკოსისტემების მდგრადობის შესანარჩუნებლად ობიექტების მდგომარეობის შესწავლა, დიაგნოსტირება და რეკომენდაციების შემუშვება (2010-2012). 
  2. ქართული ენის სინონიმების კომპიუტერული მოდელის შექმნა (2010-2012).
  3. სმენისა და მეტყველების ბიომეტრიული ნიშნების ურთიერთკავშირის კვლევა (2012-2014) . 

ენერგეტიკისპრობლემები

  1. თბოგადამცემი ეფექტურობის ამაღლების პრობლემების გამოკვლევა (2010-2012)
  2. მეტალურგიული ნედლეულის თავისებების შესასწავლი დანადგარისთვის გაზომვების მართვის ავტომატიზებული მოწყობილობის დამუშავება.
    (01.01.2012 - 31.12.2012).