საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი

03 ივლ

მასწავლებელთა გადამზადების ტრეინინგი დაიწყო


მასწავლებელთა გადამზადების ტრეინინგი დაიწყო
მასწავლებელთა გადამზადება საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 2017 წლის 3 ივლისს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელებისთვის ორკვირიანი გადამზადების კურსი დაიწყო.
26 ივნ

Job Fest 2017-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა


25 ივნისს, ქ. თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება სტუდენტური საზაფხულო დასაქმების ფესტივალი “Job Fest 2017”, რომელიც მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და ახლგაზრდების დაკავშირებას, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას, სტუდენტებისა და/ან კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების და საზაფხულო დასაქმების ხელშეწყობას.
21 ივნ

საინფორმაციო კანპანია საქართველოს ტექნუკური უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების ფარგლებში


საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სტუდენტური დღეების ფარგლებში, 21 ივნისს, შეკრებილ სტუდენტებს ორგანიზატორებმა გააცნეს ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრისა და შეთავაზებული პროგრამების შესახებ, სადაც სტუდენტებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.
02 ივნ

მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის გაცნობითი სესია გაიმართა


მასწავლებელთა გადამზადება საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენრის წარმატებული ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელებისთვის პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ტექნიკური გადამზადების ცენტრისთვის პროფესიული სტანდარტებისა და კურიკულუმის შემუშავების პროცესში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩართულია გერმანელი კონსულტანტი ჰოლგერ რეგბერი.
21 აპრ

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროფესიების ანალიზის დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით 2-დღიანი სემინარი მოეწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 20 და 21 აპრილს მოაწყო ორ-დღიანი სემინარი სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში შემოთავაზებული პროფესიების ანალიზის დოკუმენტის შემუშავების დასრულების მიზნით. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ რკინიგზის კოლეჯისა და კოლეჯი სპექტრის წარმომადგენლები.
17 მარტ

მასწავლებელთა გადამზადების მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ლაბორატორია მოეწყო


სტუ-ს ადმინისტრაციული შენობის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩამოვიდა და დაინსტალირდა, BP -ს თანადაფინანსებით (მთლიანი საფასური - 578,991 აშშ დოლარი) შეძენილი ლაბორატორიების აღჭურვილობები. აღნიშნული სივრცის რეკონსტრუქციის, აღჭურვილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხარჯები დაიფარა სტუ-ს მიერ.

სიახლეები 1 - 6 of 6