Erasmus+ ანგარიში - სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის ადმინისტრაციული მობილობა ფატიჰ სულთან მეჰმეთ ვაკიფის უნივერსიტეტში

2024 წლის 4-8 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ფატიჰ სულთან მეჰმეთ ვაკიფის უნივერსიტეტში (Fatih Sultan Mehmet Vakif University - FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი).

გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსთან, ქალბატონ ბედია ტეკინთან (Bedia TEKİN) და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან: აიშე თუღბა კართან (Ayşe Tuğba KAR), მუჰამედ ფურკან შექერთან (Muhammet Furkan ŞEKER), მაი სკანდერთან (May SKANDER) და სალიჰა ნურ ილჰანთან (Saliha Nur İLHAN). თურქ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის ინტერ-ინსტიტუციურ ხელშეკრულკებაში არსებული აკადემიური მიმართულებების გაფართოების საკითხი ისეთი მიმართულებების გათვალისწინებით, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, სამშენებლო, ბიოსამედიცინო ინჟინერია (ამჟამინდელ ხელშეკრულებით განსაზღვრულია არქიტექტურის მიმართულება).

თურქმა მასპინძლებმა ქართველ კოლეგას დაათვალიერებინეს თავიანთი უნივერსიტეტის ძირითადი კამპუსი, მისი თანამდროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და აუდიტორიები საინჟინრო, არქიტექტურისა და დიზაინის, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების, სამართლის ფაკულტეტებზე.

ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილის მობილობა ტრეინინგის მიზნით, ასევე, ითვალისწინებდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის სასწავლო მობილობის მონიტორინგს პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტში. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტთან სტუ პირველად ახორციელებს Erasmus+ გაცვლით პროექტს და პროექტის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტიდან ახლახანს პირველად წავიდა და მიმდინარე საგაზაფხული სემესტრში Erasmus+ მობილობით სწავლას განაგრძობს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი ოთარ გალდავა. მოცემული მომენტისათვის ქართველი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები საკმაოდ წარმატებულია და თურქმა კოორდინატორმა, ბატონმა შექერმა ხაზი გაუსვა ქართველი სტუდნტის კომუნიკაბელობას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშირისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, მობილობის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული იქნა სოციალურ-კულტურული აქტივობებიც და სტუმარს საშუალება მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა ლოკალურ ტრადიციებსა და სამზარეულოს.

ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი, ასევე, შეხვდა პროექტის ინიციატორს, ქალბატონ ვუსალა აღაიევას (Vusala Aghayeva), რომელიც პროექტის იმპლემენტაციის დასაწყისში სტუმრობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ერთობლივი ძალისხმევით საფუძველი ჩაუყარა საქართევლოს ტექნიკურ უნივერსიუტეტსა და ფატიჰ სულთან მეჰმეთ ვაკიფის უნივერსიტეტს შორის მჭიდრო საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს.

09/05/2024

სიახლეებში დაბრუნება