ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 26 აპრილს, 10:45 სთ.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 30 აპრილამდე.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის
უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის,
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 6 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მათ შორის, 3 სტუდენტი - კრედიტების დაგროვებით (2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემსეტრისათვის) და 3 სტუდენტი - ტრეინინგის მიზნით, კრედიტების გარეშე. ამასთან, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის დასაშვებია მინიმუმ 2-თვიანი სტაჟირება, ხოლო დოქტორანტებს საშუალება აქვთ ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიუტეტში მინიმუმ 1-თვიანი კვლევითი სტაჟირების განხორციელების.
მიმართულებები: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.