ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 5 აპრილამდე.
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის
უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის,
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება მიმდინარე წლის შემდეგ პერიოდებში: 29 აპრილი - 3 მაისი, 16 - 20 სექტემბერი ან 23 - 27 სექტემბრის კვირები.
მიმართულებები: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.