ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი - ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსი 2024

2024 წლის 6 ივლისიდან 4 აგვისტომდე, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიტვა) ორგანიზებას უკეთებს ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს 2024 (8 ECTS კრედიტი) უცხოელი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

4-კვირიანი ღონისძიება მონაწილეებს სთავაზობს ლიტვური ენის შესაწავლას გარკვეულ დონეზე და სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობაში, მათ შორის, ექსკურსიებში, აქტიურ ჩართულობას.

საზაფხულო კურსი ჩატარდება კაუნასში ან ვილნიუსში, პირისპირ და ონლაინ ფორმატში. საზაფხულო კურსის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 29 დაფინანსებული ადგილი შერჩეული უცსოელი მონაწილეებისთვის, თითოეულზე 825 ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილია მგზავრობის, აკომოდაციისა და მომსახურების ხარჯებისთვის.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 01.03.2024.

სააპლიკაციო ფორმა და დამატებით დეტალური ინფორმაცია ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსის შესახებ იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის:
უგნე ვაიციულიტე (Ugne Vaiciulyte)
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების უფროსი
ელ.ფოსტა: ugne.vaiciulyte@vdu.lt
bsu@vdu.lt
18/02/2024

სიახლეებში დაბრუნება