აბდულა გიულის უნივერსიტეტი - გაცვლითი პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის

აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gül University - AGU) (კაისერი, თურქეთი) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 7 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო პროცედურა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა დაასრულონ 2023 წლის 30 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია აბდულა გიულის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრულია ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აბდულა გიულის უნივერსიტეტში, ე.წ. ნულოვანი გრანტით. განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები:

  • ბაკალავრიატი - მშენებლობა, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრონიკა და ელექტროინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, არქიტექტურა, ბიზნესადმინისტრირება, ეკონომიკა, მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა, ბიოინჟინერია, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები; ფსიქოლოგია.
  • მაგისტრატურა - თანამედროვე მასალები და ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა და მექანიკის ინჟინერია, ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოინჟინერია, არქიტექტურა, მონაცემთა ანალიზი ბიზნესისა და ეკონომიკისთვის; მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურის ინჟინერია.
23/10/2023

სიახლეებში დაბრუნება