ცენტრის ისტორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი (წინათ კომისია) ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან, საქართველოს სსრ  მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 აგვისტოს 537-ე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1978 წლის 14 სექტემბრის 279-ე დადგენილებების საფუძველზე.  2006 წელს კომისიამ  მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსები შემსწავლელი ცენტრი. საქართველოს მთავრობის 185-ე დადგენილებით 2010 წლიდან ცენტრი რეორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით სტრუქტუულ ერთეულად.

კომისიის თავმჯდომარე 1978-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური; 1997-2006წწ. - აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, ამჟამადცენტრის მთავარი მეცნ. თანამშრომელი,  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2011წწ. ცენტრის დირექტორი იყო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე; 2011 წლიდან ცენტრის დირექტორია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ზურაბ ლომსაძე.

ცენტრი ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პოტენციალით. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: აკადემიკოსი ა.ძიძიგური, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი .ბეთანელი, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა,  საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი .ცინცაძე, პროფესორები .ბუხნიკაშვილი, .მელქაძე, .ნაკაიძე, .იაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები .ონიანი, .ნანაძე; ასევე სხვადასხვა სამეცნიერო დარგის 22 მეცნიერებათა კანდიდატი; სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსი .მიქელაძე, აკადემიკოსი .თავაძე, აკადემიკოსი .ციციშვილი, აკადემიკოსი .გომელაური, აკადემიკოსი .ბუაჩიძე, აკადემიკოსი .ნათიშვილი, აკადემიკოსი .დავითაია, აკადემიკოსი .გულისაშვილი, აკადემიკოსი ა.გუნია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი .სვანიძე, საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი .ჯანელიძე, პროფესორი .ჟღენტი, პროფესორი .ზურაბიშვილი, პროფესორი .ცისკარიშვილი, პროფესორი .დემეტრაძე და სხვ.

ამჟამად ცენტრში ფუნქციონირებს 3 სამეცნიერო განყოფილება: 1.მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილება; 2. მიწის, წყლის, ტყის რესურსების და ეკოლოგიის განყოფილება და 3.ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის განყოფილება.

ცენტრში მოღვაწეობს 21 მეცნიერი,  მათ შორის 10 მეცნიერებათა დოქტორი და 9 აკადემიური დოქტორი, ამათგან: ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ჟორდანია არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  აკადემიკოსი, ლენინური პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში,  საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი, იგი არის რუსეთის საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. თენგიზ ურუშაძე - საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ბარსელონას მეცნიერებისა და სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კატალონიის სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საერთაშორისო ჟურნალ ”აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს” მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Chemical & Environment Research (ქიმიური და გარემოს კვლევები) (ინდოეთი), Archives of Agronomy and Soil Sciense (აგრონომიისა და ნიადაგმცოდნეობის არქივი) (ავსტრია), Mitteilungen der deutschen dendrologischen  Gesellschaft ( გერმანიის დენდროლოგიური საზოგადოების მაცნე) (გერმანია) რედკოლოგიის ნოდარ ჭითანავა  -  სოფლის მეურეობის .მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი. გიორგი მაღალაშვილი - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,საქართველოს  საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, 1989 წელს მიღებული აქვს მე-2 მსოფლიო კონგრესის, პეკინი, (”არამეტალების წიაღისეულის პრობლემები”) ჟადეიტის სპეციალური პრიზი, კალისტრატე გაბუნიას სახელობის სამეცნიერო პრემია, საერთაშორისო გამოფენის მოწმობა და ვერცხლის მედალი, 27-ე საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის პრეზიდენტის დიპლომი  და ვერცხლის სამკერდე ნიშანი, ოთხი საბადოს  პირველაღმომჩენის დიპლომი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგის  საპატიო წოდება, 2002 წელს - ღირსების ორდენი.

ცენტრის მეცნიერთა შორის არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის 3 ნამდვილი წევრი, და 1 წევრ-კორესპონდენტი, 10 პროფესორი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და  ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი ემსახურება მეტად მნიშვნელოვანი  ამოცანების შესრულებას; მის პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსული პოტენციალის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და მისი რაციონალური, კომპლექსური გამოყენების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.

ცენტრი ერთადერთი მრავალპროფილიანი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ფლობს უახლეს და პერმანენტულად განახლებად დეტალურ ინფორმაციას ყველა სახეობის ბუნებრივი და აგრეთვე ადამიანური (შრომითი) რესურსების შესახებ, რის საფუძველზეც აყალიბებს მათი ეფექტური გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებულ კონცეპტუალურ მოსაზრებებს.

პირველად ქვეყანაში, ცენტრში შესრულებული იქნა ბუნებრივი რესურსებისა და მათი რაციონალური გამოყენების პრობლემების კვლევა რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებანი. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ცენტრის ფუნდამენტურ შრომებში: აჭარის, აფხაზეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და თბილისის ბუნებრივი რესურსების შესახებ. ყველა ამ ნაშრომს აქვს ფართო სპექტრის საცნობარო-სახელმძღვანელო ხასიათი და გააჩნია მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ბუნებრივი რესურსებით უზრუნველსაყოფად.

2015 წელს ცენტრმა გამოსცა მონოგრაფია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად (სამსახურებრივი სარგებლობისათვის).

ნაშრომში განხილულია საქართველოს ბუნებრივი (მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ენერგეტიკული, სამკურნალო (საკურორტო)-რეკრეაციული, ტურისტული) და ადამიანური რესურსები. მოცემულია რესურსების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და მათი ოპტიმალური გამოყენების პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკოლოგიურ პრობლემებს. შემოთავაზებულია მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები და რეკომენდაციები