ყველა სიახლე

საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი (წინათ კომისია) ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან, საქართველოს სსრ  მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 აგვისტოს 537-ე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1978 წლის 14 სექტემბრის 279-ე დადგენილებების საფუძველზე.  2006 წელს კომისიამ  მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსები შემსწავლელი ცენტრი. საქართველოს მთავრობის 185-ე დადგენილებით 2010 წლიდან ცენტრი რეორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით სტრუქტუულ ერთეულად.

კომისიის თავმჯდომარე 1978-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური; 1997-2006წწ. - აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, ამჟამადცენტრის მთავარი მეცნ. თანამშრომელი,  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2011წწ. ცენტრის დირექტორი იყო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე; 2011 წლიდან ცენტრის დირექტორია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ზურაბ ლომსაძე.

ცენტრი ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პოტენციალით. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: აკადემიკოსი ა.ძიძიგური, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი .ბეთანელი, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა,  საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი .ცინცაძე, პროფესორები .ბუხნიკაშვილი, .მელქაძე, .ნაკაიძე, .იაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები .ონიანი, .ნანაძე; ასევე სხვადასხვა სამეცნიერო დარგის 22 მეცნიერებათა კანდიდატი; სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსი .მიქელაძე, აკადემიკოსი .თავაძე, აკადემიკოსი .ციციშვილი, აკადემიკოსი .გომელაური, აკადემიკოსი .ბუაჩიძე, აკადემიკოსი .ნათიშვილი, აკადემიკოსი .დავითაია, აკადემიკოსი .გულისაშვილი, აკადემიკოსი ა.გუნია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი .სვანიძე, საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი .ჯანელიძე, პროფესორი .ჟღენტი, პროფესორი .ზურაბიშვილი, პროფესორი .ცისკარიშვილი, პროფესორი .დემეტრაძე და სხვ.

ამჟამად ცენტრში ფუნქციონირებს 3 სამეცნიერო განყოფილება: 1.მინერალური და ენერგეტიკული რესურსების შესწავლისა და გამოყენების განყოფილება; 2. მიწის, წყლის, ტყის რესურსების და ეკოლოგიური პრობლემების განყოფილება და 3.ადამიანური (შრომითი) რესურსების, ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის შემსწავლელი განყოფილება.