კრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე
GEO | ENG

თეზისები

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურვლებმა უნდა შეავსონ ანკეტა (იხ. ბმული) და გამოაგზავნონ თეზისები მისამართზე: r.gvetadze@ubc-i.com

 

თეზისების წარდგენის წესი
მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა ინგლისურ ენაზე
შრიფტი და შრიფტის ზომა: Sylfaen 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის 1,5
ფორმატი: MS Word და PDF.

 

რეგლამენტი
პლენარული სხდომის მოხსენება - 30 წუთი, მსჯელობა 10 წუთი
სექციური სხდომის მოხსენება - 20 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი

 

მნიშვნელოვანი თარიღები
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 25 აგვისტო, 2014

სასტენდო მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 5 სექტემბერი, 2014
შეტყობინება თეზისების მიღება/არმიღების შესახებ: 10 სექტემბერი, 2014

 

მოხსენებათა თეზისები

რაულ გვეტაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

იბერიული ცივილიზაციის დამწერლობის ანბანური სისტემა და არქეოლოგიური ძეგლები

    ქართული დამწერლობის თვითმყოფადი კულტურის განვითარების ისტორია 4000 წელიწადს ითვლის. მისი სათავეები აღმოჩნდა კუნძულ კრეტაზე სადაც 1400-ზე მეტ თიხის ფირფიტასა  და ნივთზე ნახატ-ნიშნებით თუ A-ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობით შესრულებული ტექსტები პროტოქართველური ენით არის ამოკითხული.
ფინიკიურ კონსონანტური და ბერძნული  ვოკალიზრებულ ანბანების გვერდით, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ასტრონომიზირებულ ასომთავრულ ანბანს. ეს ანბანი ანტიკური ეპოქის იბერიულ-ქართული ცივილიზაციის საკაცობრიო მნიშვნელობის შედევრია, მასში მოიპოვება ენციკლოპედიური ხასიათის ცნობები ასტრონომიის, მათემატიკის, ქრონოლოგიისა და თეოლოგიის დარგებში. და ამდენად იგი ანბანური დამწერლობის  უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.
ქართულ ასომთავრულ ანბანში  იდეოგრამებსა და ერთსახელა ასო-ნიშნებს ანბანურ რიგში  ფიქსირებული პოზიცია და ინდივიდუალური რიცხვითი მნიშვნელობები აქვთ. ანბანის სტრუქტურა  შედგება ინფორმაციული ჯგუფებისგან, რომელთა საშუალებით აითვლება ბაბილონური მზის დაბნელების, მეტანის 19-წლიანი მთვარე-მზის კალენდარული ტოლობის, ძველ-აღმოსავლური  684-წლიანი ქრონოლოგიური ციკლები, მზის კალენდარული წელიწადის ხანგრძლივობა 365,25 დღე, წრეხაზის მუდმივა =3,14 და ზოდიაქოს წრეზე  მზის ხილული გარემოქცევის ეკლიპტიკური მუდმივა ( Sk = 1147).
ასომთავრულ ანბანში დაშიფრული ასტრონომიულ-კალენდარული ინფორმაცია დახვეწილ თვალსაჩინო ფორმას იღებს, როცა 36-ასოიანი ანბანი განთავსდა  კვადრატულ მატრიცაში 6x6.
ასეთნაირად დალაგებულ ანბანს ჩვენ ვუწოდეთ ,,იბერიულ-ქართული ანბანური კვადრატი’’.
ამ მაგიურ კვადრატის ერთ დიაგონალურ მიმართულებას ეწოდება მთვარის დიაგონალი, რადგან მასზე მთვარის ფაზათა ცვლაა ასახული, ხოლო მეორეზე - მზის დიაგონალი, რომლის თავში და ბოლოში განთავსებულ მე-6 და 31-ე ასოთა რიგითი მნიშვნელობის ნამრავლით დაფიქსირდა ასტრონომიული სეზონების 186-დღეღამიანი პერიოდი გაზაფხულის  ბუნიობიდან - შემოდგომის ბუნიობამდე.
37-ასოიან მწკრივში მზის იდეოგრამას h, რომელსაც ეწოდება ,,რაე’’ მე-19 ადგილი აქვს  და მას ცენტრალური პოზიცია უკავია. თუ დავაწყვილებთ „რაე“-ს მიმართ სიმეტრიულად განლაგებულ ასოთა რიგით მნიშვნელობებს, მივიღებთ ასოთა 18 წყვილს, რომელთა რიგითი ნომრების ჯამი 38-ია, ხოლო საშუალო არითმეტიკული ცხრამეტი (1+37)=2-19; 2+36=2 19 და ა.შ..
შეწყვილებულ რიცხვ-ნიშანთა  3 კონცეტრირებულ  წრეხაზზე განთავსების  შემთხვევაში,  ასომთავრული  ასტრონომიზირებული სისტემის რიცხვ-ნიშნები განთავსდება მაგიურ წრეზე. მის დიამეტრზე ჩაწერილი 6-6 ციფრის ჯამი  უტოლდება ერთმანეთს და უდრის  144, ხოლო თითოეულ წრეზე განთავსებული 12 ასოს რიგითი მნიშვნელობის ჯამი  გაუტოლდება  228. მაგიურ წრეზე აითვლება  ბაბილონური იდუმალი  მთვარის პერიოდი  6 x 14=684; 3 x 228=684. ამრიგად ასტრონომიზირებული ანბანის რიცხვ-ნიშანთა სისტემა  გეომეტრიულადაც  სრულყოფილ მაგიურ ფორმას იღებს.
იბერიული ცივილიზაციის მაღალი დონის დამადასტურებელი არტეფაქტია ნეკრესის მთვარე-მზის კალენდარი და ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემა, რომლის დასაწყისია ძვ.წ.აღ. 284 წელი (ასტორნომიულად -283 წელი), პლანეტათა დიდ აღლუმთან არის  დაკავშირებული. არქეოასტრონომიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იბერიის  მეფეების ფარსმანის მემორიალური მზის ტაძარი ნეკრესიდან და მათრიდატე II, ე.წ შარაგასის სტელა, დათარიღებულია მეთონის 19-წლიანი ციკლით და შეესაბამება იბერიული ქრონოლოგიური სისტემის 323 და 380 წლებს ან ქრისტიანული ერის I საუკუნის 40 და 97 წლებს.

 

იორგი გიგაური
ე. თაყაიშვილის სახ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი

ფარული  ნიშნები  აღმოსავლეთ  საქართველოს    მთიანეთში

     საქართველოს  აღმოსავლეთ  მთიანეთში  აღმოჩენილია  ქვაზე  ამოკვეთილი  ამოუცნობი  ნიშნების  შემცველი   ქვები.  დღევანდელი  მონაცემებით   169  ქვა,   აქედან  ხევსურეთის  12  სოფლის  ტერიტორიაზე  -  62  ნიშნიანი  ქვა,  74- თუშეთის   ტერიტორიაზე, თრუსოს  ხეობაში  - 25,  ფშავში   კი  8  ქვა.  ასეთივე  პიქტოგრაფიული  ნიშნები ფიქსირდება  სვანეთის  ადგილებშიც, მაგ. ცაიშის ქვა-ამულეტებზე და  სოფ.  იფხის ეკლესიის  ფასადი  ბარელიეფებში. ნიშნების  საერთო  რაოდენობა  900  ერთეულზე  მეტია. ნიშნები  ხაზოვანია. გეომეტრიულ  ფიგურებში  ჩართულია   პეტროგლიფების   და  ასომთავრული  ასოების  მსგავსი  ნიშნები.  ფარული  ნიშნები  მონუმენტური, ჩამოყალიბებულია.  ნიშნიანი  ქვების  ზომები  მერყეობს  30-100  სმ. ფარგლებში.   ნიშნების  ზომები  ძირითადად  8-12  სმ-ია.  ნიშნები  ქვაზე  ამოჭრით,  ამოტვიფრითაა   შესრულებული.  ჩანს, რომ  ქვები  მეორადი გამოყენებისაა  და  ძირითადად  მატერიალურ  კულტურის  ძეგლებზეა  შემორჩენილი.    ისინი ჩატანებულია  ჯვარ-სალოცავებისა  და  ციხე-კოშკების  კედლებში.  ნიშნების  ამოჭრის  დრო  დაუდგენელია.  ფარული  ნიშნების (სკრიპტოგრამები) შეკრების  და დახარისხების  შემდგომ  იკვეთება  გარკვეული სისტემის  არსებობა.  ნიშნები  სხვადასხვა  სოფელში,  სხვადასხვა  ხელწერით მეორდება.  ძირითად  ჯგუფში  40-მდე  ნიშანია.  ამ ნიშნებიდან  17-18  მეორდება  რამდენჯერმე.  თვითოეულ  ქვაზე  ყველაზე  მეტი  20  ნიშანია  გაფანტულად  ამოჭრილი.  ნიშნებში სჭარბობს  კოსმოგონიურ-კოსმოლოგიური  ხასიათის  სიმბოლოები.  ფარული ნიშნები  მოიპოვება  იმ  რეგიონში,  სადაც  შემორჩენილია  ზოგად  ქართული  ხასიათის  გეომეტრიული  ორნამენტიკა.  შუასაუკუნეების  ძეგლებზე  შემორჩენილი   მეორადი გამოყენების   ნიშნიანი ქვები  ძირითადად სალოცავებზე  ან  სალოცავების   ციხე-კოშკებზეა  ფიქსირებული.  ანალოგიური  ფარული ნიშნების ერთეულები  გვხვდება  საქართველოს  რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთში, მთიან  სამეგრელოში,  სვანეთში,  კახეთში,  ქართლში,  აჭარაში  და  ისტორიულ  ლაზეთის მთიანეთში.   გამოცემულია მონოგრაფია ,,ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“ (ავტ. გ.გიგაური). შედარებითი ცხრილის  მიხედვით ზუსტად  ასეთი  ნიშნები  სხვაგან არ ფიქსირდება.  ზოგადი  მსგავსება შეიმჩნევა  შუამდინარეთულ  წინალურსმურ,  კრეტულ, იბერიულ (ძვ.წ. 5-ს.)  და   ეგვიპტის  გაუშიფრავ  ხაზოვან  ნიშნებთან. ქ. კახუნი (ძვ.წ.  25-ე საუკ.)  და  ქ.  გურობა (ძვ.წ.  მე-13  საუკ.)   ფარული ნიშნების  მსგავსება  15 – 25  ნიშნის შუალედებშია.   საინტერესო  მსგავსებაა  ე.წ. ,,მესოპოტამიურ  უცნობ  დამწერლობის“  ნიშნებთან (Д.Дирингер. Алфавит.  М. 1963.  640  ст.)  
     ნიშნები  ლოკალურია  და  სავარაუდოდ  საკრალური, საინფორმაციო  ხასიათისაა. სკრიპტოგრამები, რომელიც  საქართველოს  მთამ  შემოინახა, ტრადიციათა  უწყვეტის  გამო, ატარებს  ქართულ  ენის  გადმოცემებში  აღწერილ  წარმოდგენათა  ნაკვალევს.  მთაში  შემონახული  ძველებური  ღვთისმსახურება  და ამ ღვთისმსახურების  წესებში   დაცულია  ანალოგიური  სიმბოლოების  ტრადიციაც      ( პურ-საწირების  სიმბოლოები,  საბეჭდავები). ფარული  ნიშნების  კოსმოლოგიური  ხასიათის  იერ-სახე  წააგავს  ტრადიციული  ქართული  დარბაზის  დედაბოძის  გეომეტრიული  ორნამენტების   სიმბოლოებს.  საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი ასტრალური სიმბოლოები  და  მთაში დაცული რიტუალური  წესები ურთიერთკავშირშია. მთებზე წრიული ნაგებობების ნაშთები  კი ადგილობრივთა ემპირიული ცოდნიდან მოდიოდა (მზე, მთვარეზე  და ვარსკვლავებზე  დასაკვირვებლად).  ქართული  და  ბასკური  ერთნაირი კოსმოლოგიური  დეკორული ორნამენტიკა  ღრმად  კვლევას  მოითხოვს. ქართულ  ეთნოკულტურაში  შემორჩენილი  დამწერლობის ძველებური  ხატოვანი  ნიშნები  ადგილობრივ საღვთო წარმოდგენებთან კავშირში ჩანს .  აღნიშნული  მასალა  არის   ფუნდამენტურად     გამოსაკვლევი,   რომელიც  გახსნის  ძველი  დროის   ინფორმაციას.  ფარული  ნიშნების  კვლევა  დიდად  გამდიდრებს  ჩვენს  ცოდნას  და  დასაბამს  დაუდებს  ახალ  სამეცნიერო  კვლევებს  ქართული  დამწერლობებისა  და  უძველესი  რწმენა-წარმოდგენების  რეკონსტრუქციის  მიმართულებით.

 

გიორგი კოკოშაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

პიქტოგრამული ნიშნები და ქართული ასომთავრული

ეგვიპტური სიცოცხლის სიმბოლოს, მრგვალთავიანი ჯვრის ahnkh  _ AHNKH-ის, და მისი ქართული და შუმერული ანალოგის, ანგისა და ან-ქის დაშლის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პიქტოგრამებში დაფიქსირებული წრის ფორმის ნიშანი შესაძლოა ,,ან” ბგერას გამოხატავდეს, ჯვარი _ ქართული ასომთავრული დამწერლობის ,,ქან” ასონიშანს შეესატყვისებოდეს, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ხოლო წრეში ჩასმული ჯვარი ,,თ”-ს ან ,,თ” ბგერით დაწყებულ მარცვალს აღნიშნავდეს. (ასევე ვიტყვით, რომ კვადრატში დიაგონალურად ჩაწერილი ჯვარი jvari  ძალიან წააგავს ასომთავრული ანბანის ასო jan.png  ,,ჯან”-ს, რომელსაც ზედა ნაწილში შემორჩენილი აქვს კვადრატის ხაზის ნაშთი, თუმცა აღნიშნული შემდეგომი კვლევის საგანია).
უნდა ითქვას, რომ ყველა აქ გამოთქმული მოსაზრება ძირითადად ვარაუდებისა და ჰიპოთეზების სახით არსებობს და მათი დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ პიქტოგრამების გაშიფვრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სწორედ პიქტოგრამათა გრაფიკული სიმბოლოები წარმოადგენენ ასომთავრულ გრაფემათა პირველწყაროს, ან პირიქით, ასომთავრული ასოების დეკორის სახით გამოყენებამ დაუდო საფუძველი პიქტოგრაფიული დამწერლობის ჩამოყალიბებას (თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეულ მიზეზთა გამო ნაკლებ სავარაუდოა.). ერთად-ერთი პიქტოგრაფიული ნიშანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად დადასტურებული, როგორც გრაფიკული, ასევე ფონური ანალოგი გააჩნია ასომთავრულ დამწერლობის ასოთა შორის, არის ბოლოებშემოზღუდული ჯვარი, ე.წ. ,,ტოტიანჯვარი” _ მისი შესატყვისი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არის ასომთავრული ,,ქან”.  თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ პიქტოგრამული ნიშნებისა და ქართული ასომთავრული დამწერლობის ასოთა გრაფიკული და შინაარსობრივი თანხვედრის თუნდაც ერთი დადასტურებული პრეცედენტის არსებობა უფლებას გვაძლევს გავაგრძელოთ კვლევები ამ ორ მოვლენას შორის არსებული გენეტიკური კავშირის დასადგენად.

 

დალი ბახტაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტი

ქართული დამწერლობითი ნიშნების აბსტრაგირებისა და აზრობრივი კონსტუქციების სათავეებთან
(აბსტრაქტი)

ენა და აბსტრაქტული აზროვნება მუდმივ კავშირში იმყოფებიან, ერთად ვითარდებიან და ორგანულ მთლიანობას ქმნიან. ენა თვალსაწიერის წარმმართველია, საგანთა თუ საქმის ვითარებათა ვერბალიზების უსასრულო შესაძლებვლობების მქონეა. არქაულ კოლხურ დამწერლობით ნიშნებში, მაგიური დანიშნულების საკრალურ რუნულ ლოგოგრაფებში დაუნჯებულია ცნობები, დამოუკიდებელი აზრობრივი ერთეულები,  აზრობრივი კონსტრუქციები. ამ ლოგორითმთა თუ იდეოგრამთა  აზრობრივი ფორმა არ წარმოადგენს არც ლექსიკურ და არც  ფონემურ ერთეულს. მათში აბსტრაქტული მეტია, ვიდრე კონკრეტული. აბსტრაქციის პროცესში ცალკეული მოვლენები რუნებში აზრობრივად ერთიანდებიან და ცნებებად განზოგადდებიან. გზა ლოგოგრამიდან ასო-ბგერამდე ხანგრძლივი და რთულია, დაკავშირებულია რეფერენციის სტადიალურ ცვლილებებთან და ენობრივი აბსტრაქციის ეტაპობრივ გარდასახვასთან, როდესაც ხდება აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლა, ანუ ადამიანის  წარმოდგენაში აზრობრივად არსებული განზოგადებული ცნებებიდან კონკრეტულ ენობრივ ბგერაზე გადასვლა. მთელისა და ნაწილის ასეთ პარტიტიულ დამოკიდებულებას თან ახლავს ორკეცი რეფერენცია: აბსტრაქტული და ფარდობითი -  რეალურ სინამდვილესთან მიმართული და მთელისა და ნაწილის ურთიერთდამოკიდებულება.
ევროპაში რუნებმა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მოაღწიეს. გერმანელი მეცნიერი ჰ. ფენრიხი (2013წ.) ადასტურებს ფარნავაზამდელი დამწერლობის არსებობას საქართველოში და  აღნიშნავს, რომ ნეკრესის, რუსთავის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეულ არქეოლოგიურ მასალაში კლასიკური მრგლოვანის გვერდით თანაარსებობენ დღემდე უცნობი არქაული გრაფემები, პიქტოგრაფიული ხასიათითა და მაგიური ფუნქციით. ბერძნულთან მათი მსგავსება გამორიცხულია (კუფტინი), ისინი მხოლოდ  საქართველოს არეალში აღინიშნებიან.

 

ელზა გაფრინდაშვილი

მეცნიერებისა და კულტურის ასოციაცია

აიეთი მედიტერანულ და ინდოირანულ წყაროებში

მოცემულ  კვლევაში განხილულია მითი „იოიშტას“ შესახებ, რომელიც  გვხვდება,როგორც ირანულ( ავესტა,დენქარდი, ხვატაი ნამაქი),ისე ინდურ(რიგვედა, ბრაჰმანები, არანიაკები)მითოლოგიაში.
ავესტაში,კერძოდ  ვიდევდადში(დევების ამბავი),რომელსაც გეოგრაფიულ პოემას უწოდებენ, რიგით მეთექვსმეტე ქვეყანად  დასახელებულია „ქვეყანა რანხის სათავეებთან უცხო მმართველებით ტაოჟების ხალხიდან“.  ამ ქვეყანაში არის ქალაქი აოდხა(უფა აოდხა რანხაია). ქალაქი მდებარეობს ხვარნიან(შდრ.მეგრული „ხვამა“-მადლს, კურთხევას ნიშნავს) მთაზე, ორი მდინარის დელტაში. ქალაქთან იხსენიება რაღაც გიგანტური ზოომორფული არსება- ქაბუთი თუ აბიგი(სხვადასხვანაირად წერია), ადამიანის თავით და ცხოველის ტანით. ამ ქალაქში მოდის იოიშთა ფრიანი(ავესტურ ოიდიპოსსაც ეძახიან მკვლევარები) ,ეს არსება უსვამს შეკითხვებს, რომელსაც იოიშთა გამოიცნობს და მოიპოვებს ქალაქში შესვლის უფლებას.
ინდური მითოლოგიური გადმოცემების თანახმად, უფარიჩარას  მეექვსე შვილის მათსიას (თევზი) შთამომავალმა იკქშვაკუმ, ქალაქ აიოდხაში  დაარსა მზის დინასტია. ამ დინასტიიდან ცნობილია რვა მეფე- რვა მზე. აიოდხას მოსახლეობას შეადგენდნენ „მათსიები“ (თევზები) და მლეჩხები(უცხოს ნიშნავს).  ტოპონიმ ლეჩხუმის ეტიმოლოგიაც სწორედ თევზს უკავშირდება(ლე  ჩხომ). ბიზანტიელი ავტორები მას სკვიმიად(თევზს ნიშნავს ბერძნულად) მოიხსენიებდნენ. სხვა თვალსაზრისით  იგი უცხოს ნიშნავს.
ავესტური იოიშთა იდენტურია ვედური იკშვაკუსი, ხოლო პაურვა, რანხის შესართავთან მცხოვრები გამოცდილი მენავე,რომელიც ცაში აფრინდა „მტაცებელი ფრინველივით“,იდენტურია რიგვედული პურვა ჩიტტაიასი. რიგვედის თანახმად, „ის ბიჭი რომელიც გაფრინდა და ზღვაში ჩავარდა, არ დამხრჩვალა, აშვინები დაედევნენ თავიანთი ფრთიანი ხომალდებით და გადაარჩინესო“.(შდრ.კოლხებისა და ფეაკების არაკაბოტაჟური ცურვა აფრიანი ხომალდებით ბერძნული მითოლოგიიდან)                        
მითის სიუჟეტის და პერსონაჟთა იდენტურობა გვაფიქრებინებს,რომ ლაპარაკია ერთიდაიგივე  ქალაქზე და ეს ქალაქი არის  ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილი კოლხეთის ქალაქი აია,იგივე აიეთი,რომლის ლოკალიზაციასაც ვახდენთ ხვამლის მთაზე და მიგვაჩნია,რომ ხვამლის მთის მღვიმის კედლებზე გამოსახული რვა სკრიპტი აღნიშნავს  მზის დინასტიის იმ რვა მეფის სახელებს.
კვლევის მიზანია დაასაბუთოს,რომ ინდოევროპული მითოლოგიის გეოგრაფიული ბირთვი არის კავკასია და მცირე აზია. კვლევაში განხილულია დასავლური და აღმოსავლური მითები, როგორც სინქრონულ, ისე დიაქრონულ ჭრილში.მათში რანჟირებულია ქართული მითები,ტოპონიმიკა, ნარატივები. მსგავსი მიდგომა განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს ძველი მსოფლიოს ისტორიას და წარმოადგენს ერთგვარ გასაღებს სამხრეთ კავკასიისა და მცირე აზიის უძველესი ისტორიის „თეთრი ლაქების“ ასახსნელად.

 

ანა მესხი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსისტეტი

უძველესი სადამწერლობო სისტემები, მათი მფარველი ღვთაებები და ქართველური ენები
(შუმერულ და ეგვიპტურ დამწერლობათა ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი)

წინამდებარე სტატია ეძღვნება შუმერული და ეგვიპტური დამწერლობების იმ თვისებების ახლებურ ხედვას, რომლებიც ტრადიციულ ახლო აღმოსავლურ შტუდიებში მათი განსხვავების ქვაკუთხედად ითვლებიან. გრაფიკული მხარე, ლინგვისტური ნოტაციის პრინციპი, ღვთაებრივი ინსიგნია და შუმერული და ეგვიპტური დამწერლობების ღვთაებების სახელწოდებანი – ის ჰეტეროგენური მახასიათებლებია, რომლებიც, გამოწვლილვითი ანალიზისას, ამ საკითხზე ჩვენი დღევანდელი ცოდნისგან განსხვავებით, აღნიშნული სისტემების გამაერთიანებელ მახასიათებლებად წარმოჩნდებიან.
შემდეგი ორი თვისება შუმერული და ეგვიპტური დამწერლობების საერთო თვისებებს წარმოადგენს. ერთ-ერთი მათგანია უძველესი ცივილიზაციების რწმენა მათი დამწერლობის სისტემების ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ, ხოლო მეორე შუმერული ნაბუ-სა და ეგვიპტური თოთ-ის ერთარქეტიპიანობა. ქართველური ნება, ნებ, ნაბ, ა-ნაბ (“სურვილი, წადილი, უფლების მიცემა”) და შუმერული ნაბ (“ღმერთი”) და ნაბუ-ს (“დამწერლობის ღმერთი”) შედარებითი ანალიზი ააშკარავებს არა მხოლოდ მათ ფონეტიკურ იდენტურობას არამედ, რაც უფრო საინტერესოა, მათ არქეტიპსა და მის დერივატებს შორის არსებულ განსხვავებული სახის ურთიერთობებს.*
არქეტიპსა და მისგან წარმოებულ სიტყვებს შორის გამოვლენილი ახალი სახის ურთიერთობები მათი ლექსიკური მნიშვნელობების გამაერთიანებელ კომპლემენტარულ, ურთიერთდამატებით და ურთიერთშეღწევად კავშირებს ეყრდნობა. მათი საშუალებით ხდება უნიკალური ლინგვისტური მექანიზმის აგება, რომელსაც ძალუძს არა მხოლოდ ლინგვო-პალეოგრაფიული, არამედ ისტორიულ-კულტუროლოგიური და რელიგიური ინფორმაციის გენერირება შესაქმის ღვთაებრიცი ნების შესახებ, რასაც უძველესი წმინდა წერილები გადმოგვცემენ (ბიბლია, ენოხის წიგნი, იოსებ ფლავიუსი). მკვდარი შუმერულისა და ცოცხალი ქართველურის არნახული ლინგვო-კულტურულოგიური ერთობა მიუთითებს ამ უკანასკნელის მნიშვნელოვან როლზე ახლო აღმოსავლეთის შტუდიებში თუ ისტორიულ-შედარებით ლინგვისტიკაში, რაც აქამდე არასამართლიანად იყო უგულვებელყოფილი.
*შენიშვნა. ეგვიპტური თოთი წინამდებარე ნაშრომში არ განიხილება.

 

პაატა იაკაშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსისტეტი

პროტო-ქართველური ცივილიზაციის ნიშანი: ორიენტაცია დროსა და სივრცეში მეგალითური ობსერვატორების მაგალითზე.

1.     “შულავერის მტკვარ-არაქსის კულტურა” “თრიალეთის კულტურა”, აგრეთვე ადრეული სახელმწიფოები საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ტერიტორიაზე “კოლხა” და დიაუხა” მოგვიანებით კი “იბერიის” და “ეგრისის” სამეფოები არის ერთი ეთნიკური ჯგუფის ქართველთა მიერ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე განვლილი ეტაპები.
2.     იმ კულტურის განვითარების უპირობო ნიშანია, ობსერვატორიების შექმნა, რათა მოეხდინათ “ორიენტაცია დროსა და სივრცეში” ამის მაგალითი გახლავთ ქართული მეგალითები რომელთა ობსერვატორიად შექმნა დაასაბუთა ამერიკელმა მეცნიერმა გორდონ ჰიუსტონმა.

 

 

ლიანა ოქროპირიძე
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)

უძველესი მითოსური სცენები შიდა ქართლის მუზეუმებში დაცულ გვიანბრინჯაოს ხანის ექსპონატებზე

კომპლექსურმა გამოკვლევებმა ცხადყო საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახულ კულტურათა უძველესი წარმომავლობა და მათი კავშირ-დამოკიდებულება ძვ.წ. III_I ათასწლეულების მსოფლიო ცივილიზაციებთან. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული ფაქტობრივი მასალა (კერამიკა, ლითონი), ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მრავალფეროვანი ძეგლები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში ჩვენი ქვეყნის ადგილისა და ისტორიული ფუნქციის დადგენას ემსახურება.
ამ მიმართულებით შიდა ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და მუზეუმებში დაცული, ბრინჯაოს ხანის ძვ.წ. II-I ათასწლეულებით დათარიღებული ბრინჯაოს ინვენტარი (სარტყლები, ცულები), მათზე ამოკვეთი პრეისტორიული საზოგადობის აზროვნებაში წარმოქმნილი და სიუჟეტების სახით განივთებული მითოსური სცენებით გადმოცემული კოსმოგონიზმის ყოვლისმომცველი იდეა, ადამიანის სამყაროსადმი დამოკიდბულებას განსაზღვრავს. არქეოლოგიურ სარიტუალო დანიშნულების ექსპონატებზე გამოსახული კომპოზიციები თავისი ჩაკეტილი ფორმებით, გეომეტრიული გამოსახულებებითა (რომბი, სამკუთხედი) და რიტუალური სცენებით სამყაროს მთლიანობას, მის საწყისს და დასასრულს გამოსახავს.
წარმოდგენილი ექსპონატების თემატიკა ჯერ კიდევ არქაულ პერიოდში შექმნილი თავისი რეალისტური თუ აბსტრაგირებული სცენებით და კომპოზიციებით, საუკუნეების მანძილზე შენარჩუნებული აზროვნების კანონზომიერი სისტემით, მოგვიანებით ცნობილ კოლხურ ბრინჯაოს ცულებზე აისახა.
აღნიშნულ ძეგლებზე გადმოცემული ადამიანის ცნობიერებაზე დამყარებული საკრარულ სამყაროსთან დამოკიდებულების გამოვლინება ქართული კულტურის ერთ-ერთი გამოკვეთილი ტრადიციული სახეა.

 

გურამ ყიფიანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


                    ძველი სამყაროს გეომეტრია არქიტექტურულ დეტალებში


  მოხსენებაში განხილულია ორი შემთხვევა, რომელიც დადასტურდა იმ არქიტექტურულ დეტალებზე, რომლებიც სვეტთა ბაზისებს წარმოადგენს და განეკუთვნება აქემენიდურ (ძვ.წ. VI-IV სს-ის) არქიტექტურულ მხატვრულ კანონის ანასახებს, ანუ ,,ზარისებურ ბაზისებს”. ერთი მიკვლეულ იქნა სიღნაღის რაიონში, ქუმბათის ველზე (საქართველო), ხოლო მეორე სარი-თეფეზე (აზერბაიჯანი). ორივე ბაზისი ერთიდაიგივე სტილისაა, მაგრამ ზომებით ერთმანეთისაგან განსხვავდება. მათი ტანი გამოსახავს ლოტოსის ქვედაშვებული ყვავილის გვირგვინს. ორივე მათგანი საერთო მეტროლოგიური საფუძვლითაა რეგლამენტირებული -52,5სმ-ი, რაც უახლოვდება როგორც სამოსურ, ასევე იონიურ და ეგვიპტურ, ე.წ. სამეფო წყრთას.
ქუმბათის ბაზისის ფუძემ და სარი-თეფეს ბაზისის ზედაპირმა შემოგვინახა ღრმა ნაკაწრებით შესრულებული გეომეტრიული სქემებიც, რომლებიც ამ აქიტექტურულ დეტალთა მხატვრული და პროპორციული სახის შექმნას ემსახურებოდა. მათი ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ოსტატები იღებენ რაღაც მცირე მონაკვეთებს, რაც გრადუსის გასამმაგებულ და გაორმაგებულ მნიშვნელობას წარმოადგენდა. მათით დასტურდება გრადუსთა სისტემის მნიშვნელობა ფორმადწარმოქმნის პროცესში.
ამ დეტალებზე ჩანს ისიც, რომ წრის სექსტანტებად დანაწევრებას ეტალონის მნიშვნელობა ჰქონდა და თითოეული სექსტანტი იყოფოდა გრადუსის ჯერად მონაკვეთებად. ეს სისტემა კი უცვლელი სახით შუმერებიდან მომდინარე, კონკრეტული მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა.

 

ელზა გაფრინდაშვილი

მეცნიერებისა და კულტურის ასოციაცია

თაავთი-თურმსა მედიტერანულ და თეთრი ქორი
თერგვაული ქართულ მითოლოგიაში

იბისის თავიანი ძვ.ეგვიპტური  ღვთაება თოთი ითვლება  დამწერლობის შემქმნელად და ღმერთების მემატიანედ. ზოგიერთი ენათმეცნიერი ამ ღვთაებას ქართველური სივრციდან შესულად მიიჩნევს(იური მოსინსკი,ვიაჩესლავ ივანოვი). ბერძნულ მითოლოგიაში თოთს შეესაბამება ჰერმესი,ეტრუსკულში-თურმსა,რომაულში- მერკური.
ფინიკიურ მითოლოგიაში(„სანხუნიატონის წიგნი“-წყარო:ევსევი კესარიელის „Preparatio evangelika” ) ღვთაებას ჰქვია თაავთი. მან შექმნა დამწერლობა და დაწერა პირველი თეოგონია „თაავთის წიგნი“-იგივე „თურმსას წიგნი,“(ე.ი. თაავთი თურმსაა). „სანხუნიატონის წიგნში“(სანხუნიატონი ბერითელი ქურუმია, ცხოვრობდა XII ს.ძვ.წ.აღ) ხაზგასმულია, რომ იკონოგრაფიულად თაავთი გამოისახება ქორის თავით.
ამ ღვთაების ქართული შესატყვისია თეთრი ქორი თერგვაული, თავადი თერგვაული, რომელიც არის ქართული თეოგონიის „ღვთიშვილთ დაბადების“ ავტორი. იგი არის მორიგეს კარზე ამბის მიმტანი და თან დაჰყვება ძაღლი. ეტრუსკულ ფრესკებსა და თრაკიულ სამარხებში აღმოჩენილ ოქროს ფირფიტებზე, საიქიოს სცენებში, ეს ღვთაება გამოისახება ფრიგიული ქუდით(ფრიგიული ქუდი საიქიოს სიმბოლოა),ხელში კადუცით(ჯოხზე დახვეული ქორის თავიანი გველები) და ძაღლით, რომლის საბმელი მეორე ხელით უჭირავს.  არა საიქიოს სცენებში გამოისახება უქუდოდ (შდრ.ქართული მითოლოგიიდან თერგვაულის ნათქვამი „ქუდ აღარ მამცა მორიგემა“).

თაავთისა და თავადი თერგვაულის მიერ გადმოცემული მითების ინვარიანტული სივრცე ფრიად მასშტაბურია(ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ინდოეთამდე). ცალკე აღებულ თითოეულ კულტურაში გვხვდება ვარიანტის სახით. ამ ვარიანტთა სინქრონულ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ მოთხრობილია ერთ და იგივე ამბავი,ხოლო ის, ვინც ამ ამბის  დასაწყისს ყვება(სანხუნიატონის წიგნში ნათქვამია, რომ შემდეგ სხვები აგრძელებენ თხრობას), არის  პირველი მემატიანე.  ფუნქციათა და ატრიბუტთა მსგავსება საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ მითს ერთი გენეზისი აქვს და ისმის კითხვა: მათგან რომელია პირველწყარო?

 

ქეთევან სოხაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ქართულ-შუმერული პარალელები დროის ლექსიკაში

  1. დროის აღმნიშვნელმა ლექსიკამ ქართველურ ენებში საინტერესო მასალა მოგვცა. თვე და თვეების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები, კვირა და კვირის დღეები და დღე-ღამის ლექსიკა, რომლებიც  წლის დროებთან ერთად ე.წ. კალენდარული სემანტიკური ველის შემადგენლობაში შედიან, ერთი გარკვეული რელიგიურ-ფილოსოფიური კონცეფციის შედეგად არიან გააზრებულნი და სახელდებულნი. ეს არის დროის სემანტიკური ველის ზუსტად ის ლოკალური არეალი, რომელიც ქურუმთა უშუალო მოხმარების სფეროს განეკუთვნებოდა და ყველა ენის ერთ-ერთ უძველეს ფენას წარმოადგენს.
  2.  ლექსემათა ნაწილი ორგანულ კავშირს ამჟღავნებს პროტოხეთურთან (წელიწადის ორსეზონიანი სისტემიდან ოთხსეზონიანის  ჩამოყალიბების საკითხები, კვრის დღეთა ღვთაებები) ხოლო ტერმინთა უფრო მეტი რაოდენობა - შუმერულ-აქადურთან: დილა (ლომთათიძე 1966: 36); ჟამი (ChAD: 331-332); დღე (გორდრზიანი 1985: 44; გიორგაძე 2002: 23); შაბათი (ბიკერმანი 1975: 16; ვან დენ-ვანდერი 1991: 64) და თვეთა სახელდების  თეოფორული პრინციპები და თვით თვეების სახელწოდებებიც.
  3. ე.წ. პლანეტარული კვირის ლექსიკა, რომელიც თავს იჩენს თვეების ლექსიკაშიც

(7 პლანეტარულ ღვთაებას + 5 დარგობლივი), ჩვეული მომენტი აღმოჩნდა ქართულ - ქართველური ენებისთვის. ესეც შუმერულთან უშუალო კონტაქტის შედეგია და არა უბრალო ნასესხობა.
4. სახელდების შუმერული კონცეფციები საერთოა მთელი წინა და მცირე აზიის, ასევე ბერძნულ-რომაულ და  ძველ ეგვიპტურ რეალობაში, რაც იმის უშაუალო დასტურია, რომ ე.წ ქურუმთა ენა (დენდერის ტაძრის ჩიტების ენა-ეგვიპტე IV ათასწლეული ჩვენს ერამდე) იყო ამ  ყოველივეს განმსაზღვრელი. შუმერ ქურუმთა ვინაობა კი დღემდე დაუდგენელია და თუ ისევ  ენობრივი მასალის მონაცემებითა და ქართული რეალობიდან ამომდინარე ვიმსჯელებთ, ამ ენის მონაცემთა გაშიფვრა მხოლოდ ქართულ-ქართველურ(იბერიულ) ენათა მეშვეობით არის შესაძლებელი.

 

 

რაულ გვეტაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი

პეტრე იბერის არეოპაგიტური შემოქმედების ქრონოლოგიური
და ონომასტიკური კვლევა

XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში სამეცნიერო წრეებში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია ცნობილი ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის სახელით, რომლის თანახმად არეოპაგიტურ რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულების ავტორი აღმოჩნდა ქართველი ფილოსოფოსი და საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი. იგი ბიზანტიის იმპერატორის კარზე აღზრდილი უფლისწული იყო, რომლის ერისკაცობის სახელი „მარუან“ .  V საუკუნის სასტიკი კონფესიური დაპირისპირების პირობებში, პეტრე იბერმა ფსევდონიმად აირჩია პავლე მოციქულის თანამედროვეს დიონისე არეოპაგელის სახელი, იმისათვის რომ მის თხზულებას პატრისტიკული სტატუსი შეეძინა და ამით თავისი თხზულება გადაარჩინა განადგურებას.
ნიჭიერი მკვლევარი მერაბ ცინცაძე თვლის, რომ არეოპაგეტიკა ქართულად მოაზროვნე ავტორის მიერ არის შექმნილი. ამ ნაწარმოების პერსონაჟის სახელი „იეროთეოსს“ მას  წარმოდგენილი აქვს ქართულ სიტყვა „იერო“ და ბერძნულ „თეოს“-ისგან შედგენილ კომპოზიტად და განმარტავს როგორც „იერი ღვთისა“, „სახე ღვთისა“. ჩვენი თვალთახედვით ასეთი ონომატალოგიური ანალიზი სავსებით მისაღებია. სიტვა „იერო“ ზედსართავი სახელის ფუნქციას ასრულებს და „ო“ მისი წოდებითი ბრუნვის ნიშანია, ხოლო „თეოსს“ ქართულ წინადადებაში მიცემით ბრუნვაში წარმოდგენილი უცხო ტერმინია. ონომასტიკური ანალიზით „იეროთეოს“ ქართულად შედგენილი „ღმერთისადმი მიმართული“ წინადადებაა „იერო ღვთის“.
მდიდარი ონომასტიკური და ქრონოლოგიური ხასიათის ინფორმაცია ასახულია იტალიელ არქეოლოგის ვერჯილიო კორბოს მიერ პალესტინის ლაზთა მონასტერში აღმოჩენილ აბა ანტონის მოზაიკურ წარწერაზე. წარწერაზე გარკვეული ნიშნულებია, რომელთა საშუალებით ამოიკითება ბერძნული ჟღერადობით ტერმინი „ონიმა“ (სახელი), პეტრე იბერის ერისკაცობის შემოკლებული სახელი „მარუან“ და პეტრეს დაბადების 410 წელი, აგრეთვე საქართველოში  სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 326 წელი და ეპიგრაფიკული წარწერის შექმნის 532 წლიანი თარიღი ათვლილი 19 წლიანი მეტონის ციკლით.
ნეოპლატონიზმის რიცხვთა მოძღვრების ღრმა მცოდნემ, პეტრე იბერმა, თხზულების თარიღი დაშიფრა ლოგოსში „იეროთეოს“. ამ სახელის იზოფსეფია ათვლილი, როგორც ბერძნული, ასევე ქართული რიცხვითი სისტემით უდრის 469 და მიგვანიშნებს ნაწარმოების შექმნის თარიღზე.
არეოპაგიტული ტრაქტატის თანახმად „ყოველი ორობაÁ არა არს დასაბამ, არამედ ერთობაÁ არს დასაბამ ყოვლისა ორობისა“. გამოვთვალოთ ცალ ცალკე „იერო“ -ს და „თეოს“ გემატრია:
10(b) +5(t) +100(h) +70(j)=185
9(s) +5(t) +70(j) +200(c) =284,
იეროთეოსის კოდური მნიშვნელობის 469 დანაწევრებული ერთერთი მდგენელის 185-ს შერწყმა დიოკლეტიანეს ერასთან, გვაძლევს არეოპაგიტული თხზულების შექმნის თარიღს ქრისტეშობით:  284+185=469. ამრიგად, მტკიცდება, რომ არეოპაგეტიკა შექმნილია მე-V საუკუნეში და არავითარი კავშირი მას არ აქვს დიონისე არეოპაგელთან.
ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაწყისი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი (ასტრონომიულად -283 წელი) პლანეტათა დიდ აღლუმს უკავშირდება. მოზაიკური ძეგლი დათარიღებულია 532 წლით, პეტრე იბერმა რელიგიური თხზულება 469 წელს დაასრულა, ნეოპლატონური ქრონოლოგიით ათვლის წელად მიღებულია 321 წელი. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ სამივე ღირსშესანიშნავ წლებში ასევე ადგილი ჰქონდა პლანეტათა აღლუმს. 361, 469 და 532 წლების პლანეტათა აღლუმის თარიღიდან უკუათვლით ქრისტიანული ერის დასაწყისი I საუკუნეზე მოდის.
პალესტინის აბა ანტონის ქართული მოზაიკური წარწერა ასტრონომიულ- კალენდარული ციკლების საფუძველზე შედგენილი ქრონოლოგიური კრიპტოგრამაა და, არსებითად, ისტორიულად პირველი ეპიგრაფიკული ძეგლია, დათარიღებული ქრისტიანული ერით, (ქრისტესითა 532 წლით).
მიუხედავად იმისა, რომ სახელოვანი და სასიქადულო ქართველი მოაზროვნის, პეტრე იბერის ნაყოფიერი კულტურულ-რელიგიური მოღვაწეობიდან განვლო 1500 წელმა, მისი ღვაწლი სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ შეაფასა თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ. განსაკუთრებული საყვედური ეკუთნის ზოგიერთ რელიგიურ მოღვაწეს, რომლებიც უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგებოდა პეტრე იბერის წმინდანად აღდგენას.
ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ონომასტიკური და ქრონოლოგიური კვლევები, აგრეთვე არქეოასტონომიული ანალიზი საფუძველს იძლევა პეტრე იბერის თხზულებას ეწოდოს „იეროთეოსული ტრაქტატები“ ან „წმინდა იეროთეოსის წიგნი“.

 

საიდ მოლიანი
ირანის ისლამური რესპუბლიკა

უძველესი ირანული ქართული კულტურული შედარებები

ქართული და ირანული ენების ლექსიკური ურთიერთობის კვლევას გარკვეული ზოგად-ენათმეცნიერული ინტერესი ახლავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ირანულ-ქართული კოსმოგრაფიული შეხედულებების და  კერძოდ, კალენდარული სისტემების შედარება.
ძველი ირანის ოფიციალური კალენდრის თანახმად წელიწადი იწყებოდა გაზაფხულის ბუნიობის დღესწორების დღეს და შეიცავდა 12 თვეს, ისევე როგორც ძველქართული კალენდარი. თითოეული თვის დასაწყისი ემთხვეოდა ახალმთვარეობას. ლუწი თვეები 29 დღისგან შედგებოდა, ხოლო კენტი 30-ით. იმისათვის რომ წლიური სეზონური ციკლი მისადაგებოდა 365 ¼ დღეს სამჯერ 8 წლის განმავლობაში თორმეტი თვის შემდეგ დამატებით მე-13-ე 30 დღიანი თვე ემატებოდა.
ართაქსერქს I-ის ზეობისას (ძვ.წ.  465-424 წწ.) ირანში ოფიციალურად შემოღებული იყო ზოროავსტრიული კალენდარი, რომელშიც თორმეტივე 30 დღიან თვეს ავესტური ღმერთების სახელი ჰქონდა მინიჭებული. დამატებითი ხუთდღიანი თვე მე-8-ე ან მე-12-ე თვეს ემატებოდა. ასეთი კალენდრის 365 დღიანი ხანგრძლივობა არ ემთხვეოდა რეალურ 365 ¼დღიან ასტრონომიულ წელიწადს. ამიტომ, დაკლებული მეოთხედი დღის კონპენსაცია ხდებოდა 120 წელიწადში ერთხელ დამატებით მე-13-ე 30 დღიანი თვის შემოღებით. ამავე დროს აღინიშნება,  რომ ირანის ზოგიერთ ოლქებში უფრო რაციონალურ მეთოდს მიმართავენ - ოთხ წელიწადში ერთხელ  კალენდარს ერთი დღე ემატებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის უძრავი წელიწადის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ძველქართული ასომთავრული ანბანის რიცხვული და სახელდებითი სისტემების საშუალებით მკაფიოდ არის ასახული ანალოგიური მზის უძრავი წელიწადის კალნდარული ციკლი, რომლის ხანგრძლივობა უტოლდება 365 ¼ დღე-ღამეს.

 

ალეკო სიჭინავა, ბადრი ცხადაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამეგრელოს უძველესი კოსმოგრაფიული
და პალეოგრაფიული სიმბოლოები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძველი კოლხეთი ოდითგანვე იზიდავდა მსოფლიოს მოგზაურებსა და მკვლევარებს. ამ მხრივ კოლხი მედეასა და არგონავტების მითის დასახელებაც კმარა. ძველი კოლხეთის ისტორიული წარსულით და არტეფაქტებით დაინტერესებული იყვნენ როგორც ანტიკური ხანის, ისე ქრისტიანული ეპოქის, მეტადრე XIX და  XX საუკუნეების, აზიელი და ევროპელი, ასევე ქართველი მკვლევარებიც. 
ძველი კოლხური სიძველეები დღესაც აოცებს მეცნიერებს. მაგალითად, სამეგრელოს ე. წ. კოსმოსურ ნაგებობათა კომპლექსი _ ა) ტობავარჩხილის მარჯვენა სანაპიროზე გაწოლილი სხეული (ზომით 200X40-მ-ზე). ბ) ოსინდალეს მონასტერში  გამოკვეთილი  ობიექტი, რომლის გეომეტრიული გამოსახულება მფრინავი ობიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს. გ) ე. წ. ,,ქუა ქანცალია’’ (წალენჯიხა, ყვირას მთა), რაც მეგრულად ,,მოქანავე ქვას’’ ნიშნავს (მასზე თითის ოდნავი შეხებისას ქვა რყევას იწყებს _ ქანაობს, თუმცა რამდენიმეტონიანი სატვირთო ავტომანქანა მას ადგილიდან ვერ ძრავს. დ) უცხო სხეული, რომელიც სოფ. ჯიხაშკარშია, გამოირჩევა იმით, რომ არ ედება მტვერი და თოვლი, ფიფქსა და წვიმას ირეკლავს; მასზე ვერ ხარობს ხავსი და ეკალ-ბარდი. არაა მიწაში ჩაფლული ანუ მიწის ზედაპირზე ძევს.
ოსინდალეს მონასტერი გამოირჩევა იმით, რომ მის ქვეშ მდებარეობს 27-კილომეტრიანი შურუბუმუს გამოქვაბული (“შურუბუმუ” ნიშნავს “სულგანაბულს”, ძალზე წყნარი ადგილი).
წარმოდგენილი იქნება ოსინდალეს ეკლესიის ფასადის წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი. წარწერა საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მისვლის დროინდელი უნდა იყოს. სპეციალურ გაშიფრას საჭიროებს გაურკვეველი წარმომავლობის ფიჩხაიების საგვარეულო ბეჭედი.

 

გიორგი სარაჯიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი     

ქართული კალენდრის საფუძველი _ 5604 წელი

ნაშრომში განხილულია ქართული კალენდარული წელთაღრიცხვის  საფუძველი, ანუ ერა. ქართული ერა დადგენილია როგორც ზუსტი სისტემა, რომელიც მსოფლიოს 79-ეტ ერათა შორის არ არის მოხსენიებული, ვინაიდან იგი მეცნიერებს ალეგორიად მიაჩნდათ, რაშიც  დიდი წვლილი იოანე _ ზოსიმეს მიუძღვის: ,,ას და ათორმეტითა წლითა წინაით ითუალვენ ქართველნი ქრონიკონისა თავისა დაწყებასა ვისისაგანმე მოცთუნებითა”. XIII საუკუნის მოღვაწე აბუსერისძე ტბელი, წერდა: ,,რაისა მიზეზისათვის უმეტესთა წელთა ითუალვენ სოფლის დასაბამითგან ქართველნი? ... იგი სისულელისა ჩვენისათვის გასაგონებელად საჭირო უჩნდათ წმიდათა ღმრთისათა.” მეფე თეიმურაზ I-ის მიხედვით კი: ,,ჟამისა და დროის შემოქმედი, ცხრა ჟამამდე იყო ჯვარსა”. ქართული ერას შემქმნელის ვინაობა არსად არ არის ნახსენები.
ვახუშტი ბაგრატიონი ,,საქართველოს ისტორიაში” წელთაღრიცხვათა სისტემებს შორის მხოლოდ სამით სარგებლობს: ,,დასაბამითაგან”, რომელიც ჟ. სკალიგერის ერაზეა დამყარებული და ჩვენს წელთაღრიცხვვამდე 3949 წელს ითვლის. მეორე ერა ბერძნულ _ ბიზანტიურია და 5508 წლიანი თარიღია ,,ქვეყნის გაჩენიდან”. მესამე წელთაღრიცხვა ,,ქართული” ანუ ქორონიკონულია, რომელიც 532 წლიან ციკზეა დამყარებული და რომელსაც ვახუშტი ,,ქართულს” უწოდებს. ეს სისტემა ,,ქვეყნის გაჩენიდან” ვიდრე ,,ქრისტეს დაბადაბემდე” 5604 წელს გულისხმობს და შემოსულია ჩვენში ადრე შუასაუკენეებში.
ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული. ნუმიზმატიკის ფუზემდებელი, მიხეილ ბარათაშვილი (ბარატაევი) (1784-1856). ნაშრომში ,,საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკურ ფაქტებში" (1844), ამტკიცებს ქართული ერას _ 5604 წლის მართებულობას, აბუსერისძე ტბელის თხზულების შექმნის საფუძველზე.

ნაშრომში მოტანილია ცხრილი, სადაც მოცემულია ქართულ ლიტერატურაში აღნიშნული წლები, ქართული ერას მიხედვით.

 

ნაშრომში განხილულია ,,პროკლე დიოდოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი”-ს კომენტარები, საიდანაც ირკვევა, რომ მათემატიკაში პეტრიწს ფუძემდებლური ადგილი ეკუთვნის არითმეტიკის, გეომეტრიის, ასტრონომიის ტერმინოლოგიის შექმნაში.
XI_XII საუკუნეების ფილოსოფოსის, ნეოპლატონიკოსის, გადმოცემით  ჭიმჭიმელის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. VIII საუკუნის მწიგნობარნი იყწყებიან, რომ გურული წარმოშობის იოანე სამცხის დიდგვაროვანი ჩამომავლობის იყო. სწავლობდა კოსტანტინეპოლში, მანგანის აკადემიაში. 1045 წელს დაარსებულ აკადემიას. ჰქონდა ფილოსოფიისა და იურდიული ფაკულტეტები. ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, თელოგიას, რიტორიკას, დიალექტიკას, ფიზიკასა და მეტაფიზიკას, საერო და საღვთისმეტყველო ისტორიას. პეტრიწი აკადემიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას, სადაც ,,დისციპლინათა სწავლება აგებული უნდა ყოფილიყო სისტემაზე: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია”.
ტრაქტატში გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკის თეორია და სხვ. გამოყოფილია ცალ-ცალკე ქვეთავებად, თითოეულის ძირითადი პრინციპების განხილვით. გეომეტრიის მიმართ პეტრიწი იწყებს: ,,აჰა ვით ესე ამის ერთისა სიმიაისგან წარმოიჩინნეს, რომელ არს, წენტილი, რამეთუ წაიღუაროს რაი წენტილი, შეიქმს წრფელსა, რომელ არს ძე პირმშოი მისი”. თანამედროვე ენით, წრფის გავრცობა გვაძლევს სიბრტყეს. იოანეს გეომეტრიაზე, არითმეტიკაზე, მუსიკაზე აქვს მსჯელობა ქრისტიანული ,,სამების” ცნების საილუსტრაციოდ. გეომეტრიაში სამი ძირითადი მონაცემია: წერტილი, წრფე/წირი, ზედაპირი/სიბრტყე.
არითმეტიკის სწავლა ემსახურება სამების მოძღვრებას: ,,რიცხუნი ესთა ეთანაებვიან ჩვენსა ამას სამებისა ანგელოზსა წიგნისა”. რიცხვთა საფუძველია _ ერთი, ორი, სამი; მათგან იწარმოებიან დანარჩენნი რიცხვნი ,,ყოველი ერთისა მიერ იწარმოებვის... ერთი რაი იწარმოებდეს მეშვეობასა რიცხუთასა, ორი გზა მისდა არს, რამეთუ მიდრკა, ხოლო სამი დასაწყისი სხუათა რიცხუთა შობისაი”.
იოანე პეტრიწი ერთადერთი ქართველი სწავლული მათემატიკოსია.  რომელიც შეყვანილია მათემატიკის ისტორიაში.

 

დავით გვეტაძე
ეთნოკულტურის ცენტრი „აია-კოლხეთი“

ქართული ქრისტიანული ტაძრებისა და „ვეფხისტყაოსნის“
ქრონოლოგიური სისტემები

            არქიტექტურას დიდი ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში.      ქართული თვითმყოფადი არქიტექტურული აზროვნების ბრწყინვალე ქმნილებაა ბოლნისის სიონი.
            ასომთავრული მეთოდიკის ეფექტურობა დადასტურდა ბოლნისის სიონის დავით ეპისკოპოსის წარწერის ანალიზის პროცესში. აკად. შალვა ამირანაშვილი იყო პირველი, ვინც ეს წარწერა ინდიქტური სისტემით 462 წლით დაათარიღა. ინდიქტიური წელთაღრიცხვა შემოღებული იყო ახ.წ. 312 წელს.  წარწერის ბოლოს დასმული ორი Ⴈ Ⴈ –დან პირველი გვიჩვენებს შესრულებულ ინდიქტიურ ციკლთა რაოდენობას - 10-ს, რაც ეთანადება 150-წლიან დიაპაზონს:    მეორე - გვიჩვენებს წელიწადის რიგს მომდევნო 15-წლიან ციკლში, ე.ი. მე_10 ინდიქტს. ავითვალოთ ტაძარზე ასახული თარიღი:      
                                                            312+150+10=472 წელი
      ეს თარიღი ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმასთან არის დაკავშირებული.  მან  ახ.წ. 472 წელს კათოლიკოსის ინსტიტუტი შემოიღო. 
            პროფ. გულბათ ამირანაშვილმა ჩაატარა ბოლნისის სამშენებლო წარწერის ანალიზი. მან დაადგინა, რომ წარწერაზე მოხსენიებული პეროზი არის ირანის შაჰინშაჰ შაფურ II-ის დის სიძე, რომელსაც ახ.წ 338 წ-ს მეფე ბაქარ მირიანის ძემ სამშვილდის ერისთაობა უბოძა და არა სპარსეთის მეფე პეროზი, როგორც ფიქრობდა ა. შანიძე. ქრისტიანმა პეროზმა მაზდეანური ეკლესიის ბაზაზე ააგო ბოლნისის სიონი.  ეს აღმოჩენა სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ბოლნისის სიონის აგების თარიღი დაძველდა, V საუკუნიდან IV საუკუნეში გადაინაცვლა და 355 წლით თარიღდება.
            წარწერის დასაწყისში მორკალულ შვერილზე წარმოდგენილი ႭႭ სიმბოლოთა წყვილი ქრონოლოგიური ნიშნულებია: პირველი წევრი გვიჩვენებს 19- წლიან ციკლთა 16 შესრულებულ მოქცევას, ხოლო მე-2 წევრი, მომდევნო ციკლში განვლილ წელთა რაოდენობას: (16´19)+16=320. როგორც ირკვევა QQ სიმბოლოების საშუალებით აღნიშნულია საქართველოში პატიოსანი ჯვრის ამაღლების თარიღი.
            მდიდარი ქრონოლოგიური ინფორმაცია ასახულია მცხეთის ჯვრის ეკლესიაზე.  ქრისტიანულ არქიტექტურაში ჯვრის ტიპის ტაძრების შემუშავებაში პრიორიტეტი ქართულ ხუროთმოძღვრულ სკოლას ეკუთვნის. მცხეთის ჯვრის ტაძარი, რომლის არქიტექტურულ-მხატვრული კონცეფცია ქართული ასომთავრული ანბანური სისტემის 24-ე ასო „ქან“-ის სიმბოლიკას ეფუძნება. ამ ასოს ჯვრისებრი მოხაზულობა და რიცხვითი მნიშვნელობა  600 აქვს. ამრიგად თავად ტაძრის ჯვრის ფორმის გეგმა მის აგების თარიღს 600 წლით აფიქსირებს.
            მცხეთის ჯვრის არქიტექტორმა მიქელ თხელმა თარიღის აღსანიშნავად, დამატებით, პალეოგრაფიულად განსხვავებული კუთხოვანა შრიფტით შეადგინა ავტოგრაფი და წითელ ქვაზე ამოკვეთილი ჩარჩოში ჩასმული “ „ სიმბოლოს რელიეფი გუმბათის ფასადზე განათავსა. ინდუქციური წელთაღრიცხვის სისტემით და “„ ასოს რიცხვითი მნიშვნელობის გათვალისწინებით დაფიქსირებულია ტაძრის აგების თარიღი, 600 წელი ქრისტეშობით.
            ეროვნული წელთაღრიცხვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ასახულა აგრეთვე  შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანშიც“. ეს გვამცნო ნიჭიერმა ქართველოლოგმა ეთერ ბასილაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ნაცვალსახელები „მათად“ და „მათთა“ რიცხვითი კრიპტოგრამებია მათად ორმარცვლიანი სიტყვაა - მათ + ად, პირველ მარცვალში თანამამრავლებია ორმოცი და ათი,, ანუ ორმოცი გამრავლებული ათზე იქნება 400, მეორე მარცვალში , ანუ ერთი გამრავლებული-ზე, ანუ ოთხზე, იქნება ოთხი, ორივე მარცვლის ჯამი არის 404. ერთდროულად თუ გავითვალისწინებთ, რომ „მ“ ანბანის მეცამეტე ასოა, ეს იმაზე მიგვითითებს, რომ 404 მე - 13 ქორონიკონის თარიღია. ახალი წელთაღრიცხვით (780+404) გვაძლევს 1184 წელს. ანალოგიურად აითვლება თარიღი ნაცვალსახელში „მათთა“:
 40x10+9x1=409, რაც ა.წ.აღ. 1189 წელს ეთანადება.
            პოემაში სიტყვა „მათად“ 9-ჯერ მეორდება, ხოლო „მათთა“ 21-ჯერ, მაგრამ პოემაში ამ სიტყვების  განთავსების სტრუქტურა იმაზე მეტყველებს, რომ მათ ლექსიკურის გარდა, ქრონოლოგიური ფუნქციაც გააჩნიათ. იქ სადაც პირველად მოიხსენიება სიტყვა „მათად“ არის პოემის პროლოგის მე-5 სტროფი.
            ქრონოლოგიური ინფორმაციის მატარებელი ნაცვალსახელები „მათად“ და „მათთა“ პოემის ეპილოგში, N1663 სტროფშია უკანასკნელად ნახსენები. ჯერ მე-2 ტაეპში აღნიშნულია „მათად“, ხოლო შემდეგ მე-4 ტაეპში „მათთა“. პირველი ქრონოლოგიური კომპოზიტი გვიჩვენებს პოემის დაწყების, ხოლო მეორე დამთავრების თარიღს. ეს იმის მინიშნებაა, რომ  „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის დრო 1184-1189 წლებს უკავშირდება.
„ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგის 1663 სტროფში ვკითხულობთ:
„ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად,
          ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,
          ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
   და ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად“.
            მდიდარი ქრონოლოგიური ინფორმაცია ასახულია ასევე პალესტინის მოზაიკურ წარწერაზე. თუ გავითვალისიწნებთ, იმასაც რომ ფარნავაზიანთა დინასტიის ზეობის რამოდენიმე არტეფაქტიც არის დათარიღებული, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის სათავეები უკავშირდება წინა ქრისტიანულ პერიოდს, როდესაც ჩამოყალიბდა იბერიის სამეფო.

 

გელა ღვინეფაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ენების წარმოშობის ახალი, წყლის თეორია

1.     მოხსენებაში განიხილება ენების წარმოშობის ახალი, ე.წ. წყლის  თეორია, მისი წანამძღვრები, კვლევა-ძიებებისას გამოყენებული მეთოდები, მიღებული შედეგები, ასევე _ თეორიის შემდგომი განვითარებისა და ახალი პრაქტიკული შედეგების მისაღწევად დასახული გზები.
2.     ენების წარმოშობის ახალი თეორია არ ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ მეცნიერულ თეორიებს. ნებისმიერი ამ თეორიათაგანი სწორია, ოღონდ თითოეულში აღწერილმა გზამ ენების წარმოშობაში თავისი წვლილი შეიტანა მხოლოდ გ ა რ კ ვ ე უ ლ ი დოზით.
3.     ვთვლით, რომ წყლის თეორია აღნიშნულ მეცნიერულ თეორიებს აერთიანებს და მეტიც _ იგი სრულ თანხმობაში მოდის დროსა და სივრცეში დიდად “გაფანტული” ძველი ცივილიზაციების მითოლოგიურ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიბლიურ  შეხედულებებთან.
4.     მართლაც, ყოველივე ახალი კარგად (ვიტყოდით, მეტნაკლებად კარგად) დავიწყებული ძველია!  მიგვაჩნია, რომ წყლის თეორია, ფაქტობრივად, აღმოჩენილი ჰქონდა დიდ მეცნიერს ნიკო მარს, მაგრამ...
5.     ნებისმიერი თეორია რეალურად მაშინ ფასობს, თუ მას პრაქტიკული შედეგები მოაქვს, პასუხს იძლევა აქამდე აუხსნელ მოვლენებზე, ფიქსირებულ ფაქტებზე.
ვთვლით, რომ წყლის თეორიამ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა _ მისი ეფექტიანობა შემოწმებული იქნა, ეტიმოლოგიების დადგენის თვალსაზრისით, ლინგვისტების მიერ სრულიად უიმედოდ შერაცხულ, ე.წ. უმოტივაციო სიტყვებზე და მიღებული იქნა ხელშესახები შედეგები...

6.     წყლის თეორია არცერთ ენას არ გამოარჩევს, იგი მათ საერთო ფესვებზე  (დავაზუსტოთ _ ფესვზე) მიუთითებს, ძაფის გორგლის იმ წვეროზე, რომლის მეშვეობითაც ძიებათა დაწყება ხელში გვაწვდის არიადნეს ძაფს დღეს ასე “დაბურდული” ენების სამყარო-ლაბირინთში გზის გასაკვლევად. 7.     დაბოლოს, მოხსენებაში საუბარი იქნება კონცეფციის კომპიუტერული რეალიზების პრინციპებზე, იმ პროგრამულ სისტემაზე, რომელიც გარდა “უტილიტარული” მიზნისა, დაისახავს გაცილებით მნიშვნელოვანს _ საერთო ფესვებისაკენ მიახედებს “ყოველსა ენას” (იოანე-ზოსიმე) და გააკეთებინებს საერთო კეთილ საქმეს.


ელენე იოსელიანი

ირანის ისლამური რესპუბლიკა

არტი