IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უკრაინა-ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი“

23-02-2018 2018 წლის 24-28 აპრილს ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უკრაინა-ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი და სამართალი“. 
კონფერენცია ჩატარდება სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. 
შესაძლებელია დისტანციური მონაწილეობაც. თითოეული მონაწილე მიიღებს სამეცნიერო ნაშრომებსა და სერტიფიკატს. 
კონფერენციის მიმართულებები:
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები. 
  • გარემოს დაცვა 
  • ეკონომიკის თანამედროვე პრიორიტეტები
  • მენეჯმენტი და საჯარო მმართველობა 
  • ინოვაციები განათლებაში. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა ევროკავშირში ინტეგრაციის ასპექტში. 
  • სოციალური გამოწვევები. ინოვაციები სოციალურ მუშაობაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში. 
  • სამართლის მეცნიერებასა და პრაქტიკაში მიმდინარე პროცესები. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2018 წ. 
სარეგისტრაციო ფორმისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება