საერთაშრისო სტუდენტური კონგრესი - IESC 2017 „ახალი შესაძლებლობები სწავლებაში“

07-02-2017 2017 წლის 11 – 12 მაისს მალტეპეს უნივერსიტეტში (სტამბული, თურქეთი) გაიმართება საერთაშრისო სტუდენტური კონგრესი IESC 2017 „ახალი შესაძლებლობები სწავლებაში“.

კონგრესის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ტექნოლოგიების გამოყენება აუდიტორიებში
ტექნოლოგიების როლი მასწავლებელთა ტრეინინგში
იმიგრაციის ზეგავლენა საზოგადოებასა და განათლებაზე
საზოგადოების გარდაქმნის ზეგავლენა ტესტირებასა და შეფასებაზე განათლებაში
მასწავლებლის კვალიფიკაციები თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში
განათლების როლი საზოგადოების გარდაქმნაში
საზოგადოების გარდაქმნასთან დაკავშირებული მოთხოვნები სწავლების მიღწევების კონტექსტში
იმიგრანტების საგანმანათლებლო კურიკულუმი
საზოგადოების გარდაქმნასთან დაკავშირებული საჭიროებები
ტექნოლოგიებით გამოწვეული მოტივაცია სტუდენტებში

თეზისები გაგზავნილი უნდა იქნას ელ.ფოსტაზე iesc@maltepe.edu.tr, არა უგვიანეს 2017 წლის 10 თებერვლისა.

ღონისძიებასთან და ასევე, თეზისების გაფორმებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ვებგვერდი: http://iesc.maltepe.edu.tr/ 


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები