V საერთაშორისო კონფერენცია ICSD2017

18-10-2016
„მდგრადი განვითარების ერთიანი საფუძვლების შექმნა: კვლევა, პრაქტიკა და განათლება“

2017 წლის 6 - 7 სექტემბერს რომში (იტალია) გაიმართება მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული V საერთაშორისო კონფერენცია ICSD2017 -„მდგრადი განვითარების ერთიანი საფუძვლების შექმნა: კვლევა, პრაქტიკა და განათლება“.
კონფერენციის ორგანიზატორია მდგრადი განვითარების  ევროპული ცენტრი.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ძირითად შემდეგი მიმართულებებით წარიმართება:
  • ეკონომიკური მდგრადობა
  • გარემოს დაცვის მდგრადიობა
  • სოციო-კულტურული მდგრადობა
კონფერენციაში მონაწილეობისათვის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 აპრილი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის: 
ელ.ფოსტა: ejsd.ecsdev@gmail.com
იხილეთ ვებგვერდი

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები