მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია ISTEC – 2016

18-05-2016
2016 წლის 13-15 ივლისს ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ავსტრია) გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია ISTEC – 2016, რომელიც საშუალებას აძლევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებით დაინტერესებულ პირებს, მკვლევრებს, განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები აკადემიურ პლატფორმაზე.

შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება ისეთ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა TOJSAT და TOJDE.

თეზისების წარდგენა შესაძლებელია ბმულზე http://www.iste-c.net/ ან ელ.ფოსტით: istecconferences@gmail.com, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივლისისა.

კონფერეციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები