XII საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა თეორიულ მექანიკაში

10-02-2016
2016 წლის 11-14 აპრილს ბელორუსიის სახელმწიფო სატრანსპორტო  უნივერსიტეტში (ქ. გომელი) გაიმართება XII საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა თეორიულ მექანიკაში.
ბელორუსიის სახელმწიფო სატრანსპორტო უნივერსიტეტში (ქ. გომელი) გაიმართება VIII საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა თეორიული მექნიკის საკითხებთან დაკავშირებით. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ I-IV კურსის სტუდენტებს.
 
სემინარის მასალები გამოქვეყნდება შრომების კრებულში "მექანიკა. სამეცნიერო კვლევები და სასწავლო-მეთოდური ნამუშევრები".
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16.03.12.
 
ოლიმპიადის ფარგლებში იქგეგმება ორი ღონისძიების გამართვა:
სტუდენტებისთვის ამოცანათა გადაწყვეტასთან დაკავშირებული კონკურსი 
მასწავლებლებისთვის მექანიკის სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდოლოგიური საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული სემინარი (პრაქტიკულ სემინარზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ სასტენდო მოხსენებები).
სემინარის მასალები გამოქვეყნდება სტატიების კრებულში. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტურ გუნდს ბაკალავრიატის სტუდენტებით (3-6 სტუდენტი)  და მასწავლებლით (1-2 მასწავლებელი), რომელიც უხელმძღვანელებს  გუნდს და ასევე, მონაწილეობას მიიღებს ჟიურის შემადგენლობაში. 
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა 11 მარტამდე უნდა აცნობონ საორგანიზაციო კომიტეტს, ელ. ფოსტაზე: tm.belsut@gmail.com


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები