კონფერენცია

საქართველოს მექანიკოსთა კავშირის 
VI ყოველწლიური კონფერენცია

2015 წლის 29.09-04.10 ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენცია ქ. თბილისში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში (სსუ).

კონფერენციის თემატიკაა:
  1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა; 
  2. ჰიდროაერომექანიკა; 
  3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
  4. გამოყენებითი მექანიკა;
  5. საფრენი აპარატების მექანიკა;
  6. ანალიზის მონათესავე საკითხები. 

კონკრეტული სექციების ორგანიზებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს 1 ივლისამდე.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა ა.წ. 15 აგვისტომდე უნდა მიაწოდონ მოხსენების სათაური და მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ვალერი მიქაძეს (e-mail: vmikadze@mail.ru). ივარაუდება მოხსენებათა ანოტაციების წინასწარი გამოცემა და კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების შერჩევით, რეცენზირების შემდეგ, გამოქვეყნება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm). 
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 80 ლარი (კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).
რეგისტრაცია ჩატარდება 29 სექტემბერს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე და 30 სექტემბერს 11:00 საათიდან. სხდომები ჩატარდება 30 სექტემბერს, 1, 2 და 3 ოქტომბერს 14:00 საათიდან. სასურველია მიმოხილვითი მოხსენებების გაკეთება, რომელთა ხანგრძლივობა იქნება 35 წუთი. კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული მოხსენებები იქნება 20 წუთის ხანგრძლივობის. 


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები