კონფერენცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
ფიზიკის დეპარტამენტი
(0175, მ. კოსტავას ქ. 77, სტუ, თბილისი, საქართველო, ვებ-გვერდი: http://www.gtu.ge/)
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ ბირთვულ - რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები “
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულ­ტეტის ფიზიკის დეპარტამენტი 2014 წლის 6 – 9 მარტს ატარებს საერთაშორისო კონფე­რენციას თემაზე: „ ბირთვულ - რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“. კონფერენციის მიზანია საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური პოტენციალის შემდგომი აქტიური გამოყენება ევროატლანტიკური სივრცის განვითარების ამოცანების გადაწვეტისთვის, რომელიც ასახულია ევროკავშირის „ჰორიზონტ 2020“ და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისთვის“ პროგრამებში. კონფერენცია ეწყობა ნატო-ს სრული ხელშეწყობითა და მფარველობით, და გამიზ­ნულია ნანო-ტექნოლოგიების, შესაბამისი ნანო-სტრუქტურების, ნანოსენსორული მოწყო­ბი­ლობების, ხელსაწ­ყო/დანად­გა­რე­ბის, სისტემებისა და ქსელების შემდგომი განვითა­რების გზების, ფორმებისა და გამოყენების სფეროების მოძიებისა და განსაზღვრისთვის.
კონ­ფე­რენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალის­ტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ , დიდი ბრიტანეთი , საფრანგეთი , გერმანია , იტალია , საბერძნეთი , ბელგია , იორ­დანია , ეგვიპტე, თურქეთი , ლიტვა , ესტონეთი , მოლდავეთი , უკრაინა , აზერბაიჯანი , სომხე­თი , რუსეთი , ყაზახეთი , ყირგიზეთი. კონფერენციის მუშაობაში ჩაებმებიან აგრეთვე ნანო-ტექ­ნო­ლო­გიების სპეციალისტები საქართველოდან.
კონფერენციის სამუ­შაო ენად შერჩეულია ინგლისური. ნაშრომები წარდგენილი იქნება როგორც ზეპირი მოხსე­ნების სახით, ისე სტენდებზე გამოფენილი –  პოსტერებით. ყოველი მოხ­სენების შემდეგ გამო­ყო­ფილი იქნება შესაბამისი დრო კითხვა/პასუხის რეჟიმში ურთი­ერთობისა და მსჯელობის­თვის. სტენდებზე გამოფენილ ნაშრომებთან იმორიგევებენ ავტორები დაინ­ტე­რესებული პირების შესაძლო კითხვებზე პასუხის გასაცემად. დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება ახალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ორგანი­ზებისთვის.
ჩამოსული სტუმრებისთვის მომზადებულია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისსა და მის შემოგარენში გასეირნე­ბა/ექს­კურსიებსა და ღირსშესანიშ­ნაოების დათვალიერებას, აგრეთვე, საქართველოს კულტურული და ქართველების სულიერი ფასეულობების გაზიარებასა და გაცნობას.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იმედოვნე­ბენ, რომ კონფერენცია ჩაივლის მაღალ სამეცნიერო და შემეცნებით დონეზე, იქნება ურთიერთსასარგებლო და ხელს შეუწყობს ნანო-ტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების შემდგომ განვითარებას როგორც საქართ­ველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები