საერთაშორისო კონფერენცია

„გლობალიზაცია და შემოქმედების, ინოვაციისა და მრეწველობის კონვერგენცია“
2014 წლის 29-31 მაისს კინის უნივესრიტეტში (ნიუ ჯერსი, აშშ) ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია: „გლობალიზაცია და შემოქმედების, ინოვაციისა და მრეწველობის კონვერგენცია“.
კონფერენციის ორგანიზატორია ლონდონის საერთაშორისო მენეჯმენტის კვლევითი აკადემია (დიდი ბრიტანეთი) კინის უნივესრიტეტთან ერთად.  
სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა: 10.01.2014
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, მენეჯმენტის კონსულტანტებს, მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ასევე, დოქტორანტებსა და მაგისტრებს.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.imraweb.org/email/link.php?M=182653&N=264&L=94&F=H


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები