საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

“კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები”
TAAC-2013
სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო საზოგადოება, ტ. შევჩენკოს სახ. კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვ. გლუშკოვის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ინსტიტუტი სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის აცხადებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები”  TAAC-2013.
კონფერენცია ჩატარდება კიევში (უკრაინა), ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში, 2013 წლის 25-29 ნოემბერს.
კონფერენციაში მონაწილეთა სტატიები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში და თითოეული მონაწილე მიიღებს გამოცემას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციისა და სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 20.10.13
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://taac.org.ua/

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები