კონფერენცია

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
,,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”
2013 წლის 29 ივლისიდან 4 აგვისტომდე ქ. ბორჯომში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში (ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. #23) ჩატარდება მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე ,,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ეძღვნება პროფესორ ვახტანგ თევზაძის ხსოვნას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების პრეზენტაციები დაიწყება 2013 წლის 31 ივლისს 9:30 საათიდან 16:00 საათამდე.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი და გარემოს დაცვის ეკოცენტრი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და რუსეთის მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრები.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები