სიმპოზიუმი

ძვირფასო კოლეგებო!
 გიწვევთ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე _   ,,კავკასია და გლობალიზაცია: პრობლემები და პერსპექტივები’’ _  რომელიც ჩატარდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 3-4 ოქტომბერს.  
სიმპოზიუმის მიზანია
·  წარმოაჩინოს კავკასიის პრობლემები თანამედროვე ეპოქაში და დასახოს სამომავლო პერსპექტივები
·  ხელი შეუწყოს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევითი  მიღწევების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში
·  მეცნიერებს საშუალება მისცეს,  მოაწყონ დასრულებული თუ მიმდინარე სამეცნიერო პროექტების  პრეზენტაცია კავკასიის პრობლემებზე
სიმპოზიუმის თეზისები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
ქართველოლოგია
ჰუმანიტარული მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
სამედიცინო, დედამიწის შემსწავლელი და აგრარული მეცნიერებები.
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.  
 სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული და ინგლისური.
რეგლამენტი:
·  პრეზენტაცია - 20 წუთი
·  მოხსენება - 15 წუთი
·  მსჯელობა - 10 წუთი. 
ტექნიკური პირობები:
შრიფტი: Sylfaen; გვერდები არ ინომრება; მაგალითები - Italik-ით, ხაზგასმა - Bold-ით.  შრიფტის ზომა: 11, ინტერვალი 1,5;  წყაროზე მითითება [შანიძე, 1953: 25].
მოცულობა არა უმეტეს ორი გვერდისა (თითოეულ ენაზე).
რუსულ და ინგლისურ თეზისებს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი, ხოლო ქართულ თეზისს - ინგლისური თარგმანი.
 სარეგისტრაციო თანხა:
 ქართველი მეცნიერებისათვის - 70 ლარი
 უცხოელი მონაწილეებისათვის - 50 evro
გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
·  მომხსენებლის სახელი და გვარი
·  ორგანიზაცია, მომხსენებლის აკადემიური თანამდებობა,  სამეცნიერო ხარისხი
·  სამეცნიერო მიმართულება
·  მოხსენების სათაური
·  საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი
გთხოვთ, თანხა გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები:   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 231187168
მიმღების ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი’’
ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა Ge90 BG0000000444630700
აუცილებლად მიუთითეთ: II  საერთაშორისო სიმპოზიუმი - 2013.
საერეგისტრაციო თანხა მიიღება მხოლოდ ბანკის საშუალებით.
მასალები გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები