„მსოფლიო და კავკასია“ - მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

„მსოფლიო და კავკასია“ - მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

24-06-2019

2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, ჩატარდა რიგით მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო და კავკასია“.

კონფერენცია გახსნა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. ღონისძიებას უძღვებოდა სტუ-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები. მომხსენებელთა შორის იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.

თანამედროვე მსოფლიოსა და კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური, სამართლებრივი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების, რელიგიის, კულტურის, ფილოსოფიისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი, სტუ-ის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე მარიამ დარბაიძე, სასულიერო სემინარიის დირექტორი, საქართველოს მუსულმანთა სამეცნიერო კავშირის წევრი, თეოლოგი ხაჯი აზიზ ნაბიევი და სხვები. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით კი მოხსენებები წარადგინეს დნეპრის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტებმა იულია დუბეიმ და იულია პაპიჟმა.

კონფერენციის დასასრულ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


სიახლეებში დაბრუნება