დაჯილდოება

06-07-2012

დაჯილდოება

6 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სტუ-ის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის პროფესორი ინესა ხატისკაცი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. ჯილდო პროფესორს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები