სტუ-ს საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის საკონკურსო ადგილები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სტუ-ს საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის საკონკურსო ადგილები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

05-07-2018

სსიპ საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის საკონკურსო ადგილები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

1. მიწის, წყლის და ტყის რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

2. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;

3. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული.

ამატებითი მოთხოვნები თითოეული საკონკურსო თანამდებობისათვის:

1. მიწის, წყლის და ტყის რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის 1 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფლობდეს გამოცდილებას მიწის რესურსების მართვის, მიწათმოწყობის, მიწის კადასტრის, მიწის ღირებულების შეფასების, მიწის რესუსრების გამოყენების, სატყეო მეურნეობის მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემათა კვლევის სფეროში;

2. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ტურიზმის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის 0.5 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსებისა და ტურიზმის პრობლემათა კვლევის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლის, ასევე სწავლული მდივნის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

3. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის 0.5 საშტატო ერთეულზე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფლობდეს გამოცდილებას სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობი, ბუნებრივი აირი) მოპოვება-გადამუშავებისა და ეფექტიანად გამოყენების პრობლემათა კვლევის სფეროში.

 

სიახლეებში დაბრუნება