ჩინეთის დელეგაცია სტუ-ში

13-06-2012
ჩინეთის დელეგაცია სტუ-ში
 
13 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჭეძიანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) დელეგაცია, რომელსაც  აღნიშნული უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. ჩუ ძიენი ხელმძღვანელობდა. ჩინელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფ არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს სტუ-სა და ჭეძიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო კვლევასთან, სწავლებასა და პერსონალის გაცვლასთან დაკავშირებულ  თემებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები