ბრძანება

27-02-2008
               ს.ს.ი.პ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
          ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
 
_________________N___________
 
 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და სტუდენტთა მობილობის პროცესის რეალიზაციისათვის, სწავლის საფასურის გადახდის წესის დადგენის მიზნით
 
ვბრძანებ
 
  1. სტუ-ს სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტიდან გაირიცხენ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან აკადემიური დავალიანების გამო და აღდგენის შემდეგ სწავლას გააგრძელებენ სწავლების იმავე წლის (რომელი წლიდანაც მოხდა მათი ამორიცხვა) მეორე სემესტრიდან, ჩარიცხვისათვის ვალდებულნი არიან:
- გადაიხადონ არსებული დავალიანების 20 პროცენტი;
- სრულად დაფარონ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური;
  1. სტუ-ს სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტიდან გაირიცხენ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან აკადემიური დავალიანების გამო და აღდგენის შემდეგ სწავლას გააგრძელებენ სწავლების მომდევნო წლის (რომელი წლიდანაც მოხდა მათი ამორიცხვა) მიმდინარე სემესტრიდან ვალდებულნი არიან:
–           სრულად დაფარონ წინა წლის სწავლის საფასურის დავალიანება და ამ დავალიანების 20 პროცენტი;
–           სრულად დაფარონ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური (სტუ-ს ¹13 06.02.2008წ. ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში);
–           «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის» შესაბამისად წინა წლის პირველი სემესტრის სასწავლო კურსის კრედიტების დაგროვების მიზნით გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება კრედიტების აღების დროს;
  1. სტუ-ს ერთი ფაკულტეტიდან მეორე ფაკულტეტზე გადასული სტუდენტი ვალდებულია:
-            სრულად დაფაროს სწავლების საფასურის ძველი დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-            სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური (სტუ-ს ¹13 06.02.2008წ. ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში);
-            აკადემიურ ცნობაში დაფიქსირებული განსხვავებული სასწავლო კურსის კრედიტების დაგროვების მიზნით გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება კრედიტების აღების დროს;
  1. სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუ-ში გადმოსული სტუდენტი ვალდებულია:
-            სრულად დაფაროს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური;
-            «საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის» შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ ცნობაში დაფიქსირებული განსხვავებული  სასწავლო კურსის კრედიტების დაგროვების მიზნით გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება კრედიტის აღების დროს; 
  1. ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებს;
  2. ბრძანება გამოიკრას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
რექტორი,
პრფესორი                                         ა. მოწონელიძე
 
ვიზები:
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
პრფესორი                                           ქ. ქოქრაშვილი
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი                              ბ. მაისურაძე
 
სტუდენტური თვითმმართველობის
      პრეზიდენტი                                         თ. დუნდუა 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები