დაჯილდოება

07-06-2012

პრეზიდენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები დააჯილდოვა

6 ივნისს, ქუთაისში, მთავრობის სახლში, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხელოვანები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შოთა რუსთაველის სახელობის პრემიითა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა. წარმატებული საქმიანობისთვის ქვეყნის პირველმა პირმა მათ მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე ინჟინერ-ინფორმატიკოსებისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში ახალი მეტალურგიული ლექსიკონის ავტორთა ჯგუფის წევრების მიმართ, თითოეულ მათგანს სახელმწიფო ჯილდო გადასცა და აღნიშნა, რომ მათ დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე.

სამეცნიერო ნაშრომებისთვის დაჯილდოვდნენ ავტორთა ჯგუფები, რომელთა შორის არიან: არჩილ ფრანგიშვილი, ლევან იმნაიშვილი, ბაკურ ბედინეიშვილი, რობერტ ადამია, თამაზ ნატრიაშვილი, რაულ მებონია. სახელმწიფო ეროვნული პრემიით ტექნიკური მეცნიერების დარგში მეტალურგიული ლექსიკონის შემუშავებისთვის დაჯილდოვდა ავტორთა ჯგუფი: გურამ ქაშაკაშვილი, ოლგა მეტრეველი, ნუგზარ წერეთელი, თემურ ჯაგოდნიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

ასევე გარდა ამისა, ჯილდო გადაეცათ ხელოვნების და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები