ჰოლანდიელი პროფესორი სტუ-ში

05-06-2012
ჰოლანდიელი პროფესორი სტუ-ში
 
4 ივნისს სტუ-ს  დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორი კარელ მულდერი (Karel Mulder) ეწვია.
აღსანიშნავია, რომ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ინჟინერთა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა ევროპაში და კადრების ძირითადი მიმწოდებელია ჰოლანდიის ინდუსტრიის ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა Philips (ელექტრონული, ელექტროტექნიკური და სამედიცინო ტექნიკა) და Fokker (ავიამშენებლობა).
სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. პროფესორის ვიზიტის მიზანია  სათანადო ხელშეკრულების დადება აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ერთსემეტრიანი უფასო სწავლა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და ჰოლანდიური უნივერსიტეტის სტუდენტების 2-თვიანი კვლევითი პრაქტიკა საქართველოში, რომელსაც ისინი ქართველ სტუდენტებთან ერთად გაივლიან.  
ასეთი კვლევების შედეგად, ქართველი და ჰოლანდიელი სტუდენტები ერთობლივად შეიმუშავებენ სისტემური ხასიათის რეკომენდაციებს, რომელთა საერთო დანიშნულებაა  ტექნოლოგიათა განვითარებით შექმნილი პერსპექტივების უკეთესი გამოყენების მეშვეობით ეკონომიკის წინსვლის დაჩქარება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები