აიოვას უნივერსიტეტის პროფ. იასარ ონელის სამუშაო ვიზიტი სტუ-ში

აიოვას უნივერსიტეტის პროფ. იასარ ონელის სამუშაო ვიზიტი სტუ-ში

26-06-2018 18-22 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აიოვას უნივერსიტეტის (Iowa University) (აშშ) პროფესორი იასარ ონელი (Yasar Onel).  საგულისხმოა, რომ პროფ. ონელი არის აიოვას ჯგუფის ლიდერი CMS (LHC-CERN) ექსპერიმენტში. ამერიკელი პროფესორის სამუშაო ვიზიტი განხორციელდა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აიოვას უნივერსიტეტს შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (10.29.2015).

უნდა აღინიშნოს, რომ აიოვას და ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფები მჭიდროდ თანამშრომლობენ CMS ექსპერიმენტში. პროფ. ონელმა ჩაატარა ლექცია-სემინარი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაზე და CMS ექსპერიმენტის როლზე  ფიზიკის ამ მიმართულებაში.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან და მოხდა ორ უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერა. რექტორთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლების მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციებში. შეხვედრაზე განხილული იქნა უკვე შესრულებული სამუშაოები და დაისახა უახლოესი მომავლის გეგმები. შეხვედას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის CMS ექსპერიმენტის ჯგუფის წევრები.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის და აიოვას უნივერსიტეტის მზაობა (ხელშეკრულების თანახმად), ერთად იმუშაონ უახლოესი ტიპის უნიკალური და უნივერსალური კალორიმეტრის HGC-ს (High Granularity Calorimeter) შექმნაში, რომელიც წარმოადგენს არა მარტო CMS ექსპერიმენტის, არამედ მთელი LHC-ს ექსპერიმენტალური პროგრამის უმაღლეს პრიორიტეტულ ამოცანას.

აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და პროფ. იასარ ონელმა გამოთქვეს სურვილი, უფრო გააღრმავონ თანამშრომლობა არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის ფარგლებში, არამედ ფუნდამენტალური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტს და აიოვას უნივერსიტეტს ჯგუფებს აქვს საერთო გეგმები, მოამზადონ ერთობლივი პროექტები და წარადგინონ საერთაშორისო ფონდებში სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მოსაპოვებლად.

 

სიახლეებში დაბრუნება