კონკურსი

15-05-2012
კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის
 
ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დაგროვდა ე.წ. მორალურად მოძველებული კომპიუტერული, საოფისე ტექნიკა, ავეჯი  და სხვა, რომელთა „გაახლება“ და გამოყენება კონკრეტულ სფეროში და გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად სავსებით შესაძლებელია.
 
ცხადდება კონკურსი:
1.       ამა თუ იმ იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციის შექმნის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი დებულების მომზადებაზე, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება მოძველებული ავეჯის,  კომპიუტერული, საოფისე და სხვა ტექნიკის მოძიება, გაახლება და რეალიზაცია;  
2.       მოძველებული ტექნიკის, ავეჯის „გაახლების“ პროგრამაზე (რომელიც მოიცავს პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებას), რომელშიც აისახება IT-ტექნოლოგიების, პროგრამული სისტემების, ტელეკომუნიკაციების, არქიტექტორ-დიზაინერების, ენერგეტიკოსებისა და სხვა სპეციალობის სტუდენტთა შესაძლებლობები და ინტერესები.
 
კონკურსის შედეგად, შეირჩევა სამი სტუდენტი, რომლებმაც უნდა შექმნან შერჩეული იურიდიული სტატუსის შესაბამისი ორგანიზაციის დებულება და დეტალური სამუშაო პროგრამა (დებულებაზე დამატება).
 
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულებები.
 
კონკურსში მონაწილეების მსურველებმა 21 მაისამდე განცხადებით უნდა მიმართონ ერთ-ერთს:
         ·            ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. ტელ.: 6515. 236-41-28. სტუ, VIII კორპუსი, III სართული, 316 ბ. ოთახი.
         ·            სტუდენტური თვითმმართველობა. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი. II სართული. ოთახი 251- 253. ტელ.: 236-51-29.
 
პროექტის ხელმძღვანელებს:
 ­- ლევან იმნაიშვილს - სრული პროფესორი. კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი. VI კორპუსი. ოთახი 318. ტელ.: 6522.
 - ირაკლი გაბისონიას -    სრული  პროფესორი. სამართლის დეპარტამენტის უფროსი. VI კორპუსი. ოთახი 902ბ. ტელ.: 6872.
 - ალეკო კორკოტაშვილს - სრული პროფესორი. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.  I კორპუსი. ოთახი 414. ტელ.: 6028.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები