სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა"

08-06-2018 8 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი "ინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა". აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია RIPE NCC (RIPE Network Cooperation), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

სემინარზე, რომელზეც დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იყო და რომელიც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ჩატარდა, ძირითადი მომხსენებლები იყვნენ RIPE NCC ორგანიზაციის სისტემური არქიტექტორი - ქრისტიან ტეშელი, RIPE NCC ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში - ვაჰან ოვსეპიანი და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - უჩა სეთური.

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფ. ლალი ხუნწარიას თქმით, დღევანდელი აკადემიური აქტივობის თემა, რაც ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ქსელის სისტემების გაცნობას ისახავს მიზნად, საკმაოდ აქტუალურია და მსმენელთა ფართო წრეს აინტერესებს.

სემინარში მონაწილოებას ღბულობდნენ სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

აკადემიური აქტივობა ინტერნეტის ისტორიის, ახალი სამეცნიერო კვლევების, ახალი ტექნოლოგიების შესახებ თეორიული მასალის გაცნობისა და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასასრულ, ყველა მონაწილე სტუდენტს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა.

 

სიახლეებში დაბრუნება