Erasmus+ - სალექციო კურსი ფიზიკის მიმართულებით

04-06-2018 28 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა ალიკანტეს უნივერსიტეტის (ესპანეთი)
ლექტორი დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზი (David Israel Méndez Alcaraz).

ესპანელმა ლექტორმა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების კურსი ისეთ თემებზე, როგორიცაა გრძივი ტალღები, ინტერფერენცია, არეკვლა და რეფრაქცია (დისპერსია), პოლარიზაცია, დიფრაქცია და დოპლერის ეფექტი.

აღსანიშნავია, რომ დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზი ალიკანტეს უნივერსიტეტის პოლიტექნიკური სკოლის ლექტორია. მისი ლექციების კურსი სტუ-ში Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ესპანეთის უნივერსიტეტი.

მობილობის ფარგლებში სპეციალობით ასტროფიზიკოსი ესპანელი მეცნიერი შეხვდა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. სტუმარმა მოინახულა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და გაეცნო მიმდინარე საგანმანთლებლო და სამეცნიერო პროცესებს, დაათვალიერა საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.

დავიდ ისრაელ მენდეზ ალკარაზმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია
ალიკანტეს უნივერსიტეტის შესახებ. მან, ასევე, ისაუბრა თავის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ასტროფიზიკის სფეროში.

მობილობის პერიოდში სტუ-ს  საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებები, რომლის
ფარგლებშიც ესპანელმა სტუმარმა დაათვალიერა თბილისი, მცხეთა, ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები.

 

სიახლეებში დაბრუნება