სტაჟირება სტუდენტებისთვის თბილისის იუსტიციის სახლში

სტაჟირება სტუდენტებისთვის თბილისის იუსტიციის სახლში

30-05-2018 თბილისის იუსტიციის სახლი აცხადებს სტაჟირების კონკურს სტუდენტებისთვის. სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არაანაზღაურებადია. თუმცა, შესაძლოა მოხდეს სტაჟირების ვადის გაგრძელება 3 თვის ვადით. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი (ანაზღაურების ოდენობა შეადგენს დარიცხულ 200 ლარს).

სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გაიარონ სტაჟირება თბილისის იუსტიციის სახლში, შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იუსტიციის სახლის სტაჟიორთათვის დაგეგმილ პროფესიულ ტრენინგებში.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.


 

სიახლეებში დაბრუნება