სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეთა წარმატება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წ. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსში

სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეთა წარმატება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წ. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსში

28-05-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსში და წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი.

ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების დეპარტამენტის პროფ. ჯემალ გრიგალაშვილის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) ხელმძღვანელობით საკონკურსოდ წარდგენილი იყო ოთხი პროექტი:

1. მძღოლთა რეაქციის შეფასებისა და ტრეინინგის მოწყობილობა
ავტორები: კრავჩენკო გიორგი, მაკასარაშვილი ნუცა, პაკელიანი ნინო

2. საოფისე/საბინაო მეტეოსადგური ინფორმაციის სმარტფონზე ასახვით
ავტორები: ლოჩოშვილი სანდრო, შუბითიძე გიორგი, ფაცაცია ლიზი

3. ჭკვიანი სახლის მართვის ინტელექტუალური მოდულური სისტემა
ავტორები: კრავჩენკო გიორგი, მაკასარაშვილი ნუცა, ძარია ნიკოლოზი

4. რობომანქანა სმარტფონ/პლანშეტით დისტანციური მართვით
ავტორები: ლოჩოშვილი სანდრო, შუბითიძე გიორგი, ფაცაცია ლიზი

ზემოაღნიშნული პროექტებიდან ორმა პროექტმა (პირველი და მეორე პროექტები) წარმატებით გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდა მეორე ანუ პროექტის შესრულების ეტაპზე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება