ლიტერატურული კონკურსი

19-03-2012
ლიტერატურული კონკურსი
 
“მცირე  პროზა”
 
 
ქ.  თბილისის  მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს სტუდენტებისთვის ლიტერატურულ კონკურსს  “მცირე  პროზა”.
 
კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
ჩატარების თარიღი _ 2012 წლის 20 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 1 მაისი; 11 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2012 წლის 1 მაისამდე.
 
მის: ჩახრუხაძის ქ.№17, ტელ: 990699, 893148125
 შაბათი-კვირა-ორშაბათის გარდა.
 
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები