შეხვედრა

27-02-2012

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან

27 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ელენე ხოშტარიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტის პერსპექტივებს. შეხვედრაზე, ასევე, განახლდა ნატოს საინფორმაციო კუთხე .
სტუდენტებთან საუბრისა და დისკუსიის შემდეგ გაიმართა პროექტ ”როგორ ნატოს” დახურვა და კლიპის პრეზენტაცია, რომელშიც 5 უნივერსიტეტის 120 სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის ორგანიზატორია “საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი” ფინანსური მხარდამჭერი “სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი”. 
ღონისძიებას, სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ, სტუ-ის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, “სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” დირექტორი ლალი ყიფშიძე და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები