პროექტის პრეზენტაცია

30-03-2012

პროექტი “Sturt App”

30 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტ “Sturt App”-თან დაკავშირებით, ახალგაზრდა პროგრამისტებს შეხვდა.

2 აპრილიდან საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ინფომაციული ტენოლოგიების ინკუბატორში დაიწყება პროექტი “Sturt App” (სტარტაპი), რომლის მიზანია საქართველოს ინფორმაციული პოტენციალის გამოვლენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაცია.

საკონკურსო იდეების რეგისტრაცია დაიწყება 2 აპრილს 10:00 სთ და დასრულდება 22 აპრილს ,18:00 სთ. აპლიკაციების იდეების დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება სამინისტროს facebook -ის ოფიციალურ გვერდზე: Facebook.com/sport.youth.georgia და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის ვებ-გვერდზე: www.itincubator.ge

დარეგისტრირებული იდეების პრეზენტაციები 23-24 აპრილს გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი, სადაც მოხდება Google Android -ის პლატფორმის აპლიკაციის იდეების წარდგენა და რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ აღნიშნული იდეების პრეზენტაცია და გამარჯვებულების გამოვლენა. კონკურსის შედეგად ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც საუკეთესო იდეების მიხედვით შექმნიან Google Android-ის აპლიკაციებს. აღნიშნული აპლიკაციების საერთაშორისო ბაზარზე გატანას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. კონკურსის დასასრულს, გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და პრიზები გადაეცემათ .


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები