პრეზენტაცია

14-02-2012
ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია
 
10 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და სხვა სტუმრები.
პრეზენტაცია გახსნა და მიჰყავდა არჩილ ფრანგიშვილს. მან ისაუბრა ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც ტერმინის, მნიშვნელობაზე, ასევე, ბიზნეს-ინჟინერინგის, როგორც მეცნიერების, არსზე და აქედან გამომდინარე, ჟურნალის ამოცანებზე.
ახალი ყოველკვარტალური სამეცნიერო ჟურნალის, “ბიზნეს-იჟინერინგის" გამოცემა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი სრულყოფის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის იმედისმომცემ და საპასუხისმგებლო ეტაპზე იწყებს დამკვიდრებას. მისი დამფუძნებლები და სარედაქციო კოლეგიის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები არიან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები