სტუ-ს წარმომადგენლები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმში

სტუ-ს წარმომადგენლები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმში

23-04-2018

12-16 აპრილს ქართული საუნივერსიტეტო დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოში (აშშ) გამართულ ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმში.
 
15-კაციანი ქართული საუნივერსიტეტო დელეგაცია ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმზე, უნივერსიტეტების მიხედვით, სამ ჯგუფად იყო წარმოდგენილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ABET სიმპოზიუმში მონაწილის სტატუსით ჩართულნი იყვნენ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის და სამშენებლო ფაკულტეტების პროფესორები: ლალი ხუნწარია, გიორგი გიგინეიშვილი, კონსტანტინე ბზიავა, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი და სტუ-ის ABET-აკრედიტაციის საქმიანობის კოორდინატორი ალექსანდრე ზედელაშვილი.

ქართული საუნივერსიტეტო დელეგაციის ABET სიმპოზიუმში ჩართულობის მხარდამჭერი იყო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში.

ABET სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი  ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს აკრედიტაციის პროცესების, ასევე, საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში საგანმანათლებლო კუთხით დაგროვილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ითვალისწინებს საგანმანათლებლო სისტემებისა და უმაღლესი ტექნიკურ-საინჟინრო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დასახვეწად უახლესი სტრატეგიების, ინოვაციური მიდგომებისა და სათანადო გამოცდილების გაზიარებას. 

საგულისხმოა, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოსა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ABET სიმპოზიუმის პარალელურად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ ტრენინგ-კურსებსაც დაესწრნენ. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც მიზნად ისახავს ქართული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის  საერთაშორისო სტანდარტებამდე ამაღლებას. ეს, კი, სამომავლოდ, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში STEM-ის ხარისხის დიპლომების დანერგვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილიდან „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში დახმარებით, სტუ-ს სტუმრობენ ABET-აკრედიტაციის წარმომადგენლები, რომლებიც სამშენებლო, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტებზე ABET-სააკრედიტაციო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ.

 

სიახლეებში დაბრუნება