შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ - სტაჟირება ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე

23-04-2018 შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ აცხადებს სტაჟირებას ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, რომელთაც აქვთ  მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერისტეტის რეკომენდაცია.

ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება  საცხოვრებელი ფართით გიმნაზიის ბაზაზე არსებულ სასტუმროში და აგრეთვე, შესაძლებლობა ექნება, გაიაროს პედაგოგიური პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

სამუშაოს აღწერა:
  • მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის  და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის   წარმართვის პროცესში
  • მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან და განმავითარებელი შეფასებების დოკუმენტაციის წარმოება
  • კლასგარეშე ღონისძიებების წარმართვა და ორგანიზება, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეებთან სათანადო ურთიერთობების დამყარება
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ასისტენტ-მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არაუცილებელი)
  • კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
სტაჟირება ექვსთვიანია. ანაზღაურება განიხილება სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაუტოლდება პრაქტიკოსი მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებას.აღნიშნული პოზიცია სრულ-განაკვეთიანია.

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა გააგზავნონ  დეტალური მონაცემები/CV, ელ. ფოსტაზე: gg.zugdidi@gmail.com და სამოტივაციო წერილი. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "ასისტენტ მასწავლებელი".

განაცხადების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 20 მაისს, 18:00 სთ.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების მქონე კანდიდატები.

სტაჟირებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.
ელ-ფოსტა: gg.zugdidi@gmail.com
მისამართი: ცაიშვილის ქ. N32, ზუგდიდი.

 

სიახლეებში დაბრუნება