სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო - პირველი საერთაშორისო ISO სტანდარტით აკრედიტებული სამედიცინო ტექნიკის ხარისხის ლაბორატორია საქართველოში

სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო - პირველი საერთაშორისო ISO სტანდარტით აკრედიტებული სამედიცინო ტექნიკის ხარისხის ლაბორატორია საქართველოში

23-04-2018 20 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს ISO სტანდარტით აკრედიტაცია მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო აღნიშნულ სფეროში პირველი საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოა საქართველოში.

აკრედიტაცია მინიჭებულია საერთაშორისო სტანდარტით  ISO/IEK.17020, სამედიცინო აპარატების  ფართო სპექტრის ინსპექტირების უფლებით და აკრედიტებულია შემდეგ სფეროში:
  1. პაციენტის სასუნთქი/სანარკოზე აპარატები/აირის სისტემები;
  2. რენტგენის აპარატები/კომპიუტერული ტომოგრაფები/მამოგრაფები/სტომატოლოგიური რენტგენი/ანგიოგრაფები;
  3. დეფიბრილატორები;
  4. კანგავლითო პეისმეკერები;
  5. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები;
  6. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატები;
  7. პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორები/ეკგ/პულსოქსიმეტრები/წნევის აპარატები/ფეტალური მონიტორები.


 

სიახლეებში დაბრუნება