ტურინის უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის - 2018-19 სასწავლო წელი

ტურინის უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის - 2018-19 სასწავლო წელი

07-04-2018 ტურინის უნივერსიტეტი (The University of Turin – UNITO, ტურინი, იტალია) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისა და მკვლევრებისთვის, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

კონკურსში შერჩეული პროფესორი/მკვლევარი ტურინის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წაუკითხავს ლექციებს 1-3 თვის განმავლობაში.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 26 აპრილი, 2018 წ.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

კონკურსი ტურინის უნივერსიტეტში წელს უკვე მეოთხედ ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა, საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა (ხელმძღვანელი - პროფ. ოთარ ზუმბურიძე), რომელმაც 2017 წლის გაზაფხულზე სამი თვე გაატარა ტურინის უნივერსიტეტში და იტალიელი პროფესორის ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა.

 

სიახლეებში დაბრუნება