ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

02-04-2018 კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კოჩალინი, პოლონეთი) (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18 
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის აპრილში
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18

კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან  დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კოჩალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებიდან კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება