საჯარო დისკუსია სტუდენტებთან ერთად „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმა 2018-2019“

საჯარო დისკუსია სტუდენტებთან ერთად „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმა 2018-2019“

02-04-2018 4 აპრილს, 17:00 სთ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და USAID საქართველოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია სტუდენტებთან ერთად „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმა 2018-2019“.

საჯარო დისკუსია ჩატარდება სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ (საკონფერენციო დარბაზი #2, თავისუფლების მოედანი 4).

აღსანიშნავია, რომ როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას სწორედ გლობალურ სამიტზე წარადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება. მთავრობისთვის პრიორიტეტია ამ პროცესში სტუდენტების მოსაზრებების მოსმენა, მათი იდეების, რეკომენდაციების გაზიარება.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ Facebook ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება