ბრძანება

27-12-2007

ს . ს . ი . პ
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი"
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
_______________ N __________

სტუ-ს მაგისტრატურიდან ფინანსური დავალიანების გამო გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების აღდგენის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ტქენიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურიდან ფინანსური დავალიანების გამო გარიცხული/ამორიცხული სტუდენტებისათვის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსისი აღდგენის მიზნით

ვბრძანებ

  1. სტუ-ს მაგისტრატურიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გარიცხულ სტუდენტებს მიეცეთ აღდგენის უფლება;
  2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სტუდენტებმა სტუ-ს რექტორატს აღდგენის შესახებ განცხადებით უნდა მომართონ 2008 წლის 20 იანვრამდე.
  3. სტუდენტის განცხადებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აღდგენა განხორციელდება, თუ:
    ა) სტუდენტის მიერ გავლილი სამაგისტრო პროგრამა შეესაბამება აღდგენის შემთხვევაში შესაბამისი კურსის სამაგისტრო პროგრამას;
    ბ) 2008 წლის 5 თებერვლამდე სრულად გადაიხდის სწავლის საფასურის დარჩენილ დავალიანებას, დავალიანების 20% ოდენობით ჯარიმას და ერთი წლის სწავლის საფასურის ნახევარს;
  4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდეს სტუდენტის აღდგენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმება, (იმის გათვალისწინებით თუ რა ეტაპიდან გააგრძელებს სწავლას სტუდენტი ხელშეკრულება გაუფორმდეს ახალი ტარიფით);
  5. ბრძანების შესახებ სტუდენტთა ინფორმირება უზრუნველყოს სტუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ;
  6. ბრძანება გამოიკრას სტუ-ს ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
  7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი ,
პროფესორი ა . მოწონელიძე

ვიზები:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ,
პროფესორი ქ . ქოქრაშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი ს. ესაძე

სწავლებისა და მეცნიერების განყოფილების
უფროსი ი. ლომიძე

იურიდიული განყოფილების
უფროსი ბ. მაისურაძე


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები